არადა, მასპინძლები 33-ე წუთზე გიორგი ჭანტურიას აქტიურობის (მისი ფლანგური ჩაწოდების შემდეგ მცველმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი) წყალობით დაწინაურდნენ. თუმცა "ვიურცბურგმა" მალევე გაათანაბრა ანგარიში, ხოლო მეორე ტაიმის მიწურულს დაწინაურდა კიდეც. ჭანტურია 56-ე წუთზე შეცვალეს.
ასე რომ, "დუისბურგი" მესამე ლიგაში გავარდა.
წესით, ჭანტურიამ კარიერა უნდა გააგრძელოს "ნიურნბერგში", რომელიც გუშინწინ ბუნდესლიგაში გადასასვლელ პლეი-ოფში "აინტრახტთან" დამარცხდა.
* * *
ესტონეთის ჩემპიონატში "ფლორამ" გასვლაზე 2:1 მოუგო "ნარვას". ზაქარია * * *
აზიის ჩემპიონთა თასზე კახა მახარაძის "ლოკომოტივმა" (ტაშკენტი) შინ 2:1 მოუგო საუდის არაბეთის "ალ ჰილალს" და მეოთხედფინალში გავიდა (პირველი მატჩი 0:0 დასრულდა). მახარაძემ 90 წუთი ითამაშა და აქტივში საგოლე გადაცემა ჩაიწერა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"