ლეგიონი გუშინ: გიორგი ჭანტურიამ "დუისბურგს" ვეღარ უშველა

AutoSharing Option
გერმანიის მეორე ბუნდესლიგას დაემშვიდობა "დუისბურგი", რომელმაც "ვიურცბურგთან" პირველ მატჩში განცდილი მარცხის (0:2) შემდეგ საშინაო დაპირისპირებაც დათმო - 1:2.

არადა, მასპინძლები 33-ე წუთზე გიორგი ჭანტურიას აქტიურობის (მისი ფლანგური ჩაწოდების შემდეგ მცველმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი) წყალობით დაწინაურდნენ. თუმცა "ვიურცბურგმა" მალევე გაათანაბრა ანგარიში, ხოლო მეორე ტაიმის მიწურულს დაწინაურდა კიდეც. ჭანტურია 56-ე წუთზე შეცვალეს.

ასე რომ, "დუისბურგი" მესამე ლიგაში გავარდა.

წესით, ჭანტურიამ კარიერა უნდა გააგრძელოს "ნიურნბერგში", რომელიც გუშინწინ ბუნდესლიგაში გადასასვლელ პლეი-ოფში "აინტრახტთან" დამარცხდა.

* * *
ესტონეთის ჩემპიონატში "ფლორამ" გასვლაზე 2:1 მოუგო "ნარვას". ზაქარია
ბეგლარიშვილმა
გამარჯვებულთა შორის 87 წუთი ითამაშა.

* * *
აზიის ჩემპიონთა თასზე კახა მახარაძის "ლოკომოტივმა" (ტაშკენტი) შინ 2:1 მოუგო საუდის არაბეთის "ალ ჰილალს" და მეოთხედფინალში გავიდა (პირველი მატჩი 0:0 დასრულდა).

მახარაძემ 90 წუთი ითამაშა და აქტივში საგოლე გადაცემა ჩაიწერა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
warmateba usurvot giorgi (mesi)chanturias
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული