კახა ცხადაძე: ასეთ თამაშებში მთავარი შედეგია

AutoSharing Option
ყაზახეთში თასის მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა. კახა ცხადაძის "ქაირათმა" სტუმრად 2:0 მოუგო "ჟეტისუს" და ნახევარფინალში გავიდა.

თამაშის შემდეგ საქართველოს ნაკრების ექსთავკაცმა ჟურნალისტებს შემდეგი უთხრა: "სათასო მატჩები ყოველთვის განსხვავებულია ჩემპიონატისგან. თან ყველაფერი მხოლოდ ერთ თამაშში წყდებოდა. ჩემი აზრით, შედეგი მოიტანა პირველმა ათმა წუთმა, როცა გადაწყდა მატჩის ბედი. მეტის გატანაც შეგვეძლო, მაგრამ რეალიზაციის მხრივ დღეს პრობლემები გვქონდა.

შემდეგ მეტოქეს ინიციატივა დავუთმეთ, მეორე ტაიმის პირველი 15 წუთით უკმაყოფილო ვარ. ასეთ თამაშებში ყველაზე მთავარი შედეგია. ჩვენ მძიმე კალენდარი გვაქვს, ფეხბურთელები გვაკლდნენ, მოედნის საფარიც ცუდი იყო,
მაგრამ მაინც არ გვითამაშია ურიგოდ", - განაცხადა ცხადაძემ.

ნახევარფინალშია გოგიტა გოგუას "ირტიშიც", რომელმაც სტუმრად 2:1 მოუგო "ოკჟეტპესს". გოგუას არ უთამაშია. როგორც "ირტიშის" თავკაცმა განაცხადა ქართველი ნახევარმცველი ჯერ ბოლომდე ვერ გამოჯანმრთელდა და ამიტომ არ უთამაშია.

"გოგუა და გეტერიევი არ დამისვენებია, ისინი მზად არ იყვნენ. ექიმი გვეტყვის, როდის გამოჯანმრთელდებიან. იმედია, რომ ეს მალე მოხდება, რადგან ორივე კლუბის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მათი არყოფნა თვალშისაცემია", - განაცხადა დიმიტარ დიმიტროვმა.

შეგახსენებთ, რომ გოგუას ჩემპიონატში 4 გოლი აქვს გატანილი და 6 საგოლე პასი გაკეთებული და ამ მაჩვენებლით (გოლს პლუს პასი) ის ყაზახეთის ჩემპიონატში ლიდერია.
მკითხველის კომენტარები / 4 /
წარმატებები კახის,მჯერა ამ ადამიანის შესაძლებლობების..ჩვენ არ შეგვარგეს სამწუხაროდ
ილო
21:17 27-05-2016
0
GAGA ოპტიმისტი ყოფილხარ ბატონო,ოღნდ თვითონ ცხადაძეს არ ჯეროდა ამის და იმიტომაც არ დათანხმდა ფედერაციის პირობებს რომელიც გასვლის შემთხვევაში იმაზე მეტს მიიღებდა ვიდრე წინა ხელშეკრულებით.GOALEრ,შენ ალბათ პოლონეთთან დიდი ანგარიშით მარცხის შემდეგ კომენტარით მოიხიბლე,სკამზე რომ, დავჯექი იმიტომ წავაგეთო.
daviti
12:19 27-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული