"კაიზერსლაუტერნი", "ბრაუნშვაიგი", "კარლსრუე" - გიორგი ქვილითაიას რიგი დაუდგა

AutoSharing Option
sport-90.de-ის ინფორმაციით, გერმანული "კაიზერსლაუტერნი" სამი ფეხბურთელით არის დაინტერესებული, რომელთაგანაც ერთ-ერთი საქართველოს ჩემპიონატის ბომბარდირი გიორგი ქვილითაიაა.

"კაიზერსლაუტერნს" მეგოლე სჭირდება და 22 წლის ქართველი ცენტრფორვარდი მათ ძალიან აინტერესებთ. თუმცა, იმავე წყაროს ცნობით, ქვილითაია "ბრაუნშვაიგსა" და "კარლსრუესაც" სურთ. შეგახსენებთ, რომ სამივე II ბუნდესლიგის კლუბია.

ადრე ცნობილი იყო კიევის "დინამოსა" და ბორისოვოს ბატე-ს ინტერესები თბილისის "დინამოს" ფორვარდის მიმართ.
მკითხველის კომენტარები / 12 /
ეს დაბოლებების 1 სერიაა!
გიო
14:01 27-05-2016
0
კიევის დინამოს, შატარის და ნაწილობრივ დნიპროს სატრანსფერო პოლიტიკა მდგომარეობს რეალურად ძლიერი ფეხბურთელების ყიდვა/დატოვებაში ხოლო საშუალო ევროპული დონის ფეხბურთელებთან კონტრაქტის გაფორმება/განათხოვრებაში.

60 კაცს უფორმებენ კონტრაქტს სადაც წერია რომ მათ წინააღმდეგ თამაშის უფლება არ აქვს და უშვებენ არენდით დაბალი და საშულო დონის უკრაინულ კლუბებში.

შედეგად იღებენ ფაქტიურად ფარმ-კლუბებს და რომელთანაც სეზონში 6 ქულა გარანტირებული აქვთ.

ასე იბრძვიან შიდა არენაზე..

ასე რომ თუ კიევში წავა წინასწარ უნდა იცოდეს თავისთვის სჭირდებათ თუ გასანათხოვრებლად.

zaza
11:07 27-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული