გუგეშაშვილი პოლონურ გუნდში იანვარში გადავიდა და მთავარ გუნდთან ერთად საკმაო ხანია, ვარჯიშობს.
Sportall.ge პოლონურ გუნდში გუგეშაშვილის პერსპექტივით დაინტერესდა.
- გამომდინარე იქიდან, რომ კლუბმა პირველი მეკარე გაყიდა, ხოლო მეორე - გუნდიდან გაუშვა, ახალი სეზონიდან "იაგელონიის" მთავარი გუნდის მეკარეობა ჩემთვის ძალიან რეალურია.
როგორც იცით, საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა არ არის და სანამ სრულწლოვნები არ გავხდებით, ფეხბურთელებს პირველ გუნდში თამაშის
ჯერჯერობით, მთავარი გუნდის მწვრთნელს ჩემთან ამაზე არ უსაუბრია, მაგრამ პირველ გუნდთან ერთად 3 თვეა ვვარჯიშობ, ამხანაგური თამაშებიც ჩავატარე და, ყოველ შემთხვევაში, გუნდის ხელმძღვანელობა ჩემით კმაყოფილია. რომ არ მოვწონდე, არც დამტოვებდნენ გუნდში.
ახლა მთავარია, ფიფასგან ნებართვა მივიღო, შემდეგ კი ყველაფერი ჩემზე იქნება დამოკიდებული. დიდია შანსი და უნდა გამოვიყენო...
დღეს კი ახალგაზრდულ ნაკრებში ვარ და ამხანაგური მატჩი გვაქვს უკრაინასთან, რომლის თამაშებიც ვნახეთ და კონტრშეტევებზე ორიენტირებული გუნდია. გიორგი ყიფიანის სახით, ნაკრებს სათავეში კვალიფიციური მწვრთნელი უდგას, რომელიც ჩვენს ნაკრებს ძალიან სჭირდება", - გვითხრა გუგეშაშვილმა.
ასევე იხილეთ:
U18. საქართველო VS უკრაინა - მეტი კანდიდატი, მეტი სქემა...