ლევან ყენიათი რუსეთის პრემიერლიგის რამდენიმე კლუბი ინტერესდება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და პრაღის "სლავიას" ნახევარმცველმა ლევან ყენიამ კარიერა, შესაძლოა, რუსეთში გააგრძელოს. ამის შესახებ ცნობას ცნობილი რუსული სპორტული საიტი championat.com ავრცელებს.

წყაროს ცნობით, 25 წლის ნახევარმცველისადმი ინტერესს რუსეთის პრემიერლიგის ერთბაშად სამი კლუბი იჩენს, თუმცა არცერთი მათგანი სახელდება.

2015/16 წლების სეზონში ყენიამ "სლავიას" მაისურით ჩემპიონატში 16 მატჩში ითამაშა, გაიტანა ერთი გოლი და ორჯერ გააფრთხილეს. ლევანმა ჩეხურ კლუბთან კონტრაქტი ახლახან 2017 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა.

ყენიას სხვადასხვა დროს თბილისის "ლოკომოტივში", გერმანულ "შალკესა" და "ფორტუნაში", ასევე, ლვოვის "კარპატიში" უთამაშია. სხვათა შორის, 2012 წელს ქართველი
ფეხბურთელი სინჯებზე სანკტ-პეტერბურგის "ზენიტში" იმყოფებოდა, თუმცა გუნდში არცთუ ჯანსაღი ატმოსფეროს გამო საბოლოოდ ლევანს იქიდან წამოსვლა მოუხდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ზენიტში ატმოსფრო არ იყო კარგი კი არა პირდაპირ თქვით რომ არ აკმაყოფილებს ზენიტის დონეს, ჰალკის და ვიტსელის მეხუთედი არაა და ვინ აიყვანდა.
გიო
16:46 02-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული