მაისის სამი საუკეთესო ლეგიონერი Sportall.ge-ს ვერსიით [VIDEO]

AutoSharing Option
გთავაზობთ მაისის თვის სამ საუკეთესო ლეგიონერს Sportall.ge-ს ვერსიით.

12 ქულით პირველ ადგილზე გავიდა "დუისბურგის" 23 წლის შემტევი გიორგი ჭანტურია. 5 ქულით მეორე ადგილზე გავიდა "ხიმნასტიკის" 21 წლის ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია. 4 ქულით მესამე ადგილზეა "სტაბეკის" 21 წლის გამთამაშებელი გიორგი გოროზია.

პირველი ადგილი
გიორგი ჭანტურია - "დუისბურგი" (გერმანია), 23 წლის - 4 თამაში, 2 გოლი, 1 პასი
II ბუნდესლიგის დასკვნით ეტაპზე ჭანტურია უკვე "დუისბურგის" ლიდერი იყო. მან ჩემპიონატის ბოლო ორ ტურში გაიტანა და გადასასვლელ მატჩში მეტოქეს თავის კარში გაატანინა. მიუხედავად ქართველის მცდელობისა,
"დუისბურგი" ვერ გადარჩა, გავარდა და ჭანტურიაც გუნდიდან მიდის.

მეორე ადგილი
გიორგი აბურჯანია - "ხიმნასტიკი" (ესპანეთი), 21 წლის - 6 თამაში, 1 გოლი
მისი გუნდი ელიტაში გადასასვლელად იბრძვის, ქართველი კი "ხიმნასტიკში" მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა.

მესამე ადგილი
გიორგი გოროზია - "სტაბეკი" (ნორვეგია), 21 წლის - 8 თამაში, 1 გოლი, 3 საგოლე პასი
"სტაბეკმა" ნორვეგიის ჩემპიონატი ცუდად დაიწყო, თუმცა "სტარტთან" მატჩში 5:0 იყოჩაღა. ამ შეხვედრაში გოროზიამ გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა.

თვის ნომინანტთა შორის იყვნენ: ჯანო ანანიძე ("სპარტაკი", რუსეთი), გოგიტა გოგუა ("ირტიში", ყაზახეთი) და თორნიკე ოქრიაშვილი ("ესქიშეჰირი", თურქეთი).

მაისის გოლები, პასები, დებიუტი...
მაისში ქართველმა ლეგიონერებმა 21 გოლი გაიტანეს. 3 ლაშა ძიძიგურის ანგარიშზეა (კიცბიუელი), 2-2 გოლი გაიტანეს დავით სხირტლაძემ (სილკებორგი), გიორგი ჭანტურიამ და პაპუნა მოსემღვდლიშვილმა (სლავია). სხირტლაძემ და მოსემღვდლიშვილმა თითო დუბლი მიითვალეს.

თითო გოლი გაიტანეს: ნიკა კვეკვესკირმა (ინტერი ბ), გურამ კაშიამ (ვიტესი), გიორგი აბურჯანიამ, ლადო დვალიშვილმა (პოგონი), გოგიტა გოგუამ, გურამ მაღალდაძემ (საქსანი), ნუგზარ კვირტიამ (აზალ), ელგუჯა გრიგალაშვილმა (ახნასი), ჯაბა ლიპარტიამ (ზორია), ვაკო გვილიამ (მინსკი), თორნიკე ოქრიაშვილმა და გიორგი გოროზიამ.


გიორგი კვესიეშვილმა (ყიზილყუმი) და ლაშა დვალმა (შლიონსკი) ავტოგოლი გაიტანეს.

ამ თვეში ყველაზე მეტი საგოლე პასი გოროზიას ჰქონდა - 3. 2 საგოლე პასით გამოირჩა ლუკას ჰუფნაგელი (ფრაიბურგი). თითო პასი ჭანტურიამ, ანანიძემ და გოგუამ მიითვალეს.

ჰუფნაგელის პასები
Sportall.Ge

ანანიძის პასი დერბიში
Sportall.Ge

მაისში "მორდოვიაში" დებიუტი ჰქონდა მამუკა კობახიძეს.

იანვრის გამარჯვებულები
1. ვაკო ყაზაიშვილი; 2 ჯაბა კანკავა; 3. გიორგი მაკარიძე

თებერვლის გამარჯვებულები
1. გიორგი აბურჯანია; 2. ვაკო ყაზაიშვილი; 3. გურამ კაშია

მარტის გამარჯვებულები
1. გიორგი ჭანტურია; 2. გიორგი აბურჯანია; 3. ლაშა დვალი

აპრილის გამარჯვებულები
1. გოგიტა გოგუა; 2. ლაშა დვალი; 3. თორნიკე ოქრიაშვილი
მკითხველის კომენტარები / 3 /
danarchen tveebshic sasaciloa satireli romariyos rasac wert,magram ianvarshi kankavsm raqna an gaixsenet an metuarmaxsovs gamaxsenet
0
pexebi dautbilet pexebi (((gamarjvebuli??rashi?rit?ristvis?es uazro kvercxis gorebaa ro gvgupavs(((((((
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული