შოთა არველაძეს თელ-ავივის "მაკაბიში" გიორგი დევდარიანიც მიჰყავს

AutoSharing Option
გუშინ ვწერდით, რომ გიორგი დევდარიანს ქუთაისის "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელობის კანდიდატად განიხილავდნენ, მაგრამ საბოლოოდ ეს ინიციატივა გამოირიცხა. ახლა ირკვევა, რომ დიდი ალბათობით, დევდარიანი თელ-ავივის "მაკაბიში" შოთა არველაძის თანაშემწედ იმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ ის იყო საქართველოს ასაკობრივი (17 და 19-წლამდელების) ნაკრებების, "თბილისის", თბილისის "დინამოსა" და გორის "დილას" ყოფილი მთავარი მწვრთნელი. 2015 წელს შოთა არველაძემ ის "ტრაბზონსფორში" თანაშემწედ მიიწვია, იქიდან წამოსულმა კი ჭაბუკთა ლიგაში თბილისის "ლოკომოტივის" 17-წლამდელთა გუნდი ჩაიბარა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
დარწმუნებული ვარ ესენი ერთად დიდი წარმატებას მიაღწევენ
ioseb
21:34 03-06-2016
0
კობიაშვილმა ყველაფერი არია ქართულ ფეხბურთში. ასეთი მწვრთნელი როგორც დევდარიანია მხოლოდ იმიტომ დატოვეს უმუშევარი რომ კობიაშვილის გუნდის წევრი არ არის... სირცხვილია!
zaza
14:28 03-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული