ლეგიონი გუშინ: კახა ცხადაძის "ქაირათი" შეუჩერებელია

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ყაზახეთის ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება მიითვალა. მისმა გაწვრთნილმა "ქაირათმა" XIV ტურის შეხვედრაში შინ 5:2 მოუგო "ატირაუს".

აღსანიშნავია, რომ ეს ცხადაძის გუნდის ზედიზედ მეექვსე გამარჯვებაა ჩემპიონატში.

ამავე ჩემპიონატში გოგიტა გოგუას "ირტიშმა" კი შინ 0:0 ითამაშა ყარაღანდის "შახტიორთან". ტრავმის შემდეგ გოგუა მოედანს დაუბრუნდა და მეშახტეების წინააღმდეგ თავიდან ბოლომდეც ითამაშა.

ყაზახეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში "ირტიშს" 31 ქულით მეორე ადგილი უკავია, მესამეზე კი "ქაირათია" 26 ქულით.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 22 /
ნიჭიერი კაცი არ უყვართ საქართველოში და რა ვქნათ, კახას მერე ნაკრების თამაში "ზღვაიას"დონეზეა
tamazino
21:02 03-06-2016
0
ფედერაციას გაუგზავნეთ,კარგად წაიკითხოს!
ირაკლი
17:36 04-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული