
ბოლო ინფორმაციით, მისი გადაბირება რამდენიმე კვიპროსულ კლუბს სურდა. მათ შორის განსაკუთრებით აქტიურობდა "ომონია", სადაც ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი ჩვენებური - უჩა ლობჟანიძე თამაშობდა.
გუშინ "ლელო" კვიპროსში შეეხმიანა მაისურაძეს და მომავალზე კომენტარი სთხოვა:
"საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. ამისთვის ცოტა დრო კიდევ მჭირდება. სხვათა შორის, "ანორთოსისმა" ახალი კონტრაქტი გამომიგზავნა და ამაზეც ვფიქრობ. პარალელურად, ძალაშია "ომონიას" ინტერესიც.
ცოტაც და საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებ", -
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"