ირაკლი მაისურაძე: "ანორთოსისმა" ახალი კონტრაქტი გამომიგზავნა

AutoSharing Option
ჯერაც გაურკვეველია, რომელ გუნდში დაიწყებს სეზონს 27 წლის ნახევარმცველი ირაკლი მაისურაძე. როგორც იცით, მას "ანორთოსისთან" კონტრაქტის ვადა ამოეწურა.

ბოლო ინფორმაციით, მისი გადაბირება რამდენიმე კვიპროსულ კლუბს სურდა. მათ შორის განსაკუთრებით აქტიურობდა "ომონია", სადაც ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი ჩვენებური - უჩა ლობჟანიძე თამაშობდა.

გუშინ "ლელო" კვიპროსში შეეხმიანა მაისურაძეს და მომავალზე კომენტარი სთხოვა:

"საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. ამისთვის ცოტა დრო კიდევ მჭირდება. სხვათა შორის, "ანორთოსისმა" ახალი კონტრაქტი გამომიგზავნა და ამაზეც ვფიქრობ. პარალელურად, ძალაშია "ომონიას" ინტერესიც.

ცოტაც და საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებ", -
გვითხრა მაისურაძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული