Sport 5: შოთა არველაძემ "მაკაბი" ჩაიბარა და სეზონში 800 ათას ევროს მიიღებს

AutoSharing Option
შოთა არველაძე თელ-ავივის "მაკაბის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა და უკვე საქმიანობასც შეუდგა. ამის შესახებ ებრაული Sport 5 იუწყება.

არსებული ინფორმაციით, არველაძე ისრაელის ყველაზე ტიტულოვან კლუბთან კონტრაქტს 1+1 სისტემით გააფორმებს, სეზონში კი 800 ათას ევროს მიიღებს. კლუბი 43 წლის ქართველ სპეციალისტს ოფიციალურად უახლოეს 24 საათში წარადგენს.

შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძეს მთავარ მწვრთნელად აქამდე მხოლოდ თურქულ კლუბებში: "ქაისერისფორში", "ქასიმფაშასა" და "ტრაბზონსფორში" უმუშავია. "მაკაბის" გარდა, მას შეთავაზება ბაქოს "ნეფთჩისგანაც" ჰქონდა.
მკითხველის კომენტარები / 11 /
777 - "ქვეყნის და ხალხის კეთილდღეობა უნდა დააყენო ყოველთვის პირველ ადგილზე. პირადი კეთილდღეობა აქედან გამომდინარე მოდის". "ჭკვიანო" ადამიანო, იქნებ განგვიმარტო, რა საერთო აქვს შენს ამ კმოსაზრებას შოთის ახალ კონტრაქთან? მართლა მაინტერესებს...
გუგა
15:20 16-06-2016
0
ლენინისტური იდეოლოგია, და მათხოვრის სული ყვავის საქართველოში ლომენტარებიდან გამომდინარე (აქაც და ბევრ სხვა სტატიის მოწუწუნე კომენტარებში).
ამკ
15:07 16-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული