Sport 5: შოთა არველაძემ "მაკაბი" ჩაიბარა და სეზონში 800 ათას ევროს მიიღებს

AutoSharing Option
შოთა არველაძე თელ-ავივის "მაკაბის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა და უკვე საქმიანობასც შეუდგა. ამის შესახებ ებრაული Sport 5 იუწყება.

არსებული ინფორმაციით, არველაძე ისრაელის ყველაზე ტიტულოვან კლუბთან კონტრაქტს 1+1 სისტემით გააფორმებს, სეზონში კი 800 ათას ევროს მიიღებს. კლუბი 43 წლის ქართველ სპეციალისტს ოფიციალურად უახლოეს 24 საათში წარადგენს.

შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძეს მთავარ მწვრთნელად აქამდე მხოლოდ თურქულ კლუბებში: "ქაისერისფორში", "ქასიმფაშასა" და "ტრაბზონსფორში" უმუშავია. "მაკაბის" გარდა, მას შეთავაზება ბაქოს "ნეფთჩისგანაც" ჰქონდა.
მკითხველის კომენტარები / 11 /
წარმატებები შოთას და ყველა ქართველს
ზვიადი
10:14 16-06-2016
0
აბა მოუგია ცჰემპიონტა ლიგა.დდდდ
mdzgoli
10:25 16-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული