ზურაბ ცისკარიძე: რამდენიმე ესპანური გუნდის ვარიანტი მაქვს - სეგუნდასიც და პრიმერასიც

AutoSharing Option
ზურაბ ცისკარიძემ ბავშვობის ოცნება აისრულა და საქართველოს ნაკრებში ითამაშა. რუმინეთთან წაგების მიუხედავად, ბრძოლისუნარიანობითა და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარით დაგვამახსოვრა თავი. და რაც მთავარია - რუმინეთთან დებიუტი საგოლე გადაცემით აღნიშნა. 29 წლის უნივერსალი ესპანეთის ნაკრებთანაც დამაჯერებლად გამოიყურებოდა...

ზურაბმა ზამთარში ჩეხეთის ელიტური ლიგის ბინადარ "ტეპლიცესთან" წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ, შესაძლოა, მალე კლუბი შეიცვალოს.

"სეზონის დასრულებამდე ჩეხებმა ხელშეკრულების 3 წლით გახანგრძლივება შემომთავაზეს, მაგრამ ჯერ პასუხი არ მითქვამს. მათ ჩემი პირობები წავუყენე. პარალელურად, მაქვს იმედი, რომ შესაძლოა, კარიერა ესპანეთში გავაგრძელო.

ორი წლის წინ სეგუნდა
დივიზიონის კლუბ "ალმერიაში" მიწვევდნენ და ყველაფერზე შეთანხმებულები ვიყავით. ამაზე ესპანურ მედიაშიც დაწერეს, მაგრამ ბოლო მომენტში ტრანსფერი ჩაიშალა.

ახლა ლაპარაკია რამდენიმე ესპანურ გუნდზე, რომლებიც ასევე სეგუნდა დივიზიონში გამოდიან. მეტიც - მენეჯერი მაიმედებს, რომ პრიმერა დივიზიონის ვარიანტებიც არის. ვნახოთ, ყველაფერი მალე გაირკვევა", - გვითხრა ცისკარიძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
Getanxmebi Levan magram es iseti kargi tipi Chan's 7weli kide tavisuplad itamashebs magal doneze,mentaliteti akvs evropuli erovneba kartuli ai asetebi gvchirdeba zustad!
0
მალადეც
ronaldoms
09:03 17-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული