შოთა არველაძე: ერთი სული მაქვს, როდის შევუდგები საქმეს "მაკაბიში"

AutoSharing Option
შოთა არველაძე თელ-ავივის "მაკაბის" მთავარი მწვრთნელია. ინფორმაცია უკვე დაადასტურა ებრაული კლუბის ოფიციალურმა საიტმა.

"თურქულ კლუბებში გატარებული 5 წლის მერე საქართველოს ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძე "მაკაბის" მწვრთნელია. მანამდე ის ორი წლის განმავლობაში ლუი ვან გაალის ასისტენტი იყო "ალკმაარში", - წერს კლუბის ოფიციალური საიტი.

ხორდი კრუიფი ("მაკაბის" სპორტული დირექტორი): "მოხარულები ვართ, რომ სწორედ იმ მწვრთნელის დანიშვნა მოვახერხეთ, ვინც ჩვენი მთავარი სამიზნე იყო. შოთა ძლიერი პიროვნებაა, მას დიდი საფეხბურთო წარსული უმაგრებს ზურგს და მიგვაჩნია, რომ ის შეძლებს "მაკაბისთან" ერთად მიზნის მიღწევას".

შოთა არველაძე: "ძალიან მოხარული ვარ, რომ აქ ვარ და ერთი სული მაქვს, როდის შევხვდები "მაკაბის" ფეხბურთელებსა და მათ ერთგულებით ცნობილ ფანებს.

მე ბევრი მსმენია, თუ როგორი ატმოსფეროა სტადიონზე "მაკაბის" თამაშისას. ვიცი "მაკაბის" ისტორია, მისი ამბიციები. აი, ამიტომაც ვარ ბედნიერი და მინდა, რაც შეიძლება მალე დავიწყო მუშაობა".

ოფიციალური ინფორმაცია ამის შესახებ არ გავრცელებულა, მაგრამ ებრაული მედიის ცნობით, არველაძემ 1+1 წლით გააფორმა კონტრაქტი "მაკაბისთან" და ის სეზონში 800 ათას ევროს მიიღებს.
მკითხველის კომენტარები / 6 /
მაღალი კლასის მწვრთნელი და განსაკუთრებით ფეხბურთელი,რომელ ქართველს არ გაუხარდება,ამაზე კამათიც კი სისულელეა,მაგრამ საქართველოში სად არიან ეს ხალხი,არ არაიან,არ ასებობენ,შოთის ღმერთმა გაუმარჯოს და მე ძალიან გამიხარდება თუ ის გახდება მართლა მაღალი დონის მწვრთნელი,მაგრამ დღეს შოთი არაფერს არ წარმოადგენს,მისი კვალიფიკაცია ძალიან დაბალია და ტყუილად ნუ აქებთ,მისი დონე დღეს დღეობით თითქმის 0-ის ტოლია,ღმერთმა ქნას მომავალში მართლა მაღალი დონის სპეციალისტი გახდეს,ეს გვინდა ჩვენც.თურქეთის ქაისერები,ქასიმპაშები და ტრაბზონები,ასევე ისრაელის მაკაბი,ესენი "ჭ'კლასის გუნდებია და თანაც ამ კლასის გუნდებშიც არ ქონია შოთის მცირედი წარმატებაც კი.
roma
09:36 17-06-2016
0
აბა მოუგიატ ევრო ტუნირები და ეგ არიაა დდდდდდ, მეტი არ იქნა ცჰემი მტერი.
saakadzes
09:36 17-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული