შოთა არველაძე: ერთი სული მაქვს, როდის შევუდგები საქმეს "მაკაბიში"

AutoSharing Option
შოთა არველაძე თელ-ავივის "მაკაბის" მთავარი მწვრთნელია. ინფორმაცია უკვე დაადასტურა ებრაული კლუბის ოფიციალურმა საიტმა.

"თურქულ კლუბებში გატარებული 5 წლის მერე საქართველოს ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძე "მაკაბის" მწვრთნელია. მანამდე ის ორი წლის განმავლობაში ლუი ვან გაალის ასისტენტი იყო "ალკმაარში", - წერს კლუბის ოფიციალური საიტი.

ხორდი კრუიფი ("მაკაბის" სპორტული დირექტორი): "მოხარულები ვართ, რომ სწორედ იმ მწვრთნელის დანიშვნა მოვახერხეთ, ვინც ჩვენი მთავარი სამიზნე იყო. შოთა ძლიერი პიროვნებაა, მას დიდი საფეხბურთო წარსული უმაგრებს ზურგს და მიგვაჩნია, რომ ის შეძლებს "მაკაბისთან" ერთად მიზნის მიღწევას".

შოთა არველაძე: "ძალიან მოხარული ვარ, რომ აქ ვარ და ერთი სული მაქვს, როდის შევხვდები "მაკაბის" ფეხბურთელებსა და მათ ერთგულებით ცნობილ ფანებს.

მე ბევრი მსმენია, თუ როგორი ატმოსფეროა სტადიონზე "მაკაბის" თამაშისას. ვიცი "მაკაბის" ისტორია, მისი ამბიციები. აი, ამიტომაც ვარ ბედნიერი და მინდა, რაც შეიძლება მალე დავიწყო მუშაობა".

ოფიციალური ინფორმაცია ამის შესახებ არ გავრცელებულა, მაგრამ ებრაული მედიის ცნობით, არველაძემ 1+1 წლით გააფორმა კონტრაქტი "მაკაბისთან" და ის სეზონში 800 ათას ევროს მიიღებს.
მკითხველის კომენტარები / 6 /
კი მარა ებრაელებზე არ ამბობდენ ჭკვიანი ხალხი არიანოო?
imereli
09:53 17-06-2016
0
აბა მოუგიატ ევრო ტუნირები და ეგ არიაა დდდდდდ, მეტი არ იქნა ცჰემი მტერი.
saakadzes
09:36 17-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული