ოთარ მარცვალაძე: გორის "დილასთან" განშორება იოლი არ იყო...

AutoSharing Option
თუ სასწაული არ მოხდა, 31 წლის ფორვარდი ოთარ მარცვალაძე ამიერიდან ყაზახური "ორდაბასის" ღირსებას დაიცავს. მართალია, ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებია, მაგრამ ტრანსფერის საკითხი გადაწყვეტილია.

"ლელო" მარცვალაძეს შეეხმიანა და ინტერვიუ სთხოვა.

- უკვე შეგვიძლია, ახალ კლუბში გადასვლა მოგილოცოთ?
- "ორდაბასისთან" კონტრაქტი ჯერ არ გამიფორმებია. ასე რომ, ოფიციალურად ჯერ არ ვარ ამ კლუბის ფეხბურთელი. ისე, შანსი მართლაც ძალიან დიდია იმისი, რომ სწორედ ამ კლუბში ვითამაშო.

- ზოგადად რა წარმოდგენა გაქვთ ახალ გუნდზე?
- ყაზახეთის ჩემპიონატში სერიოზულ ძალას წარმოადგენს. 30 ივნისს ევროტურნირებზე
ერთვებიან. პირველი მეტოქე სერბული "ჩუკარიჩკი" იქნება. ყველამ იცით, რომ "ორდაბასიში" გოგიტა გოგუა თამაშობს. ჩვენ ერთად ვიყავით "დილაში"...

- რა თქმა უნდა, სანამ "ორდაბასიზე" გააკეთებდით არჩევანს, გოგუას ჰკითხავდით აზრს...
- რა თქმა უნდა, ვილაპარაკეთ. მან ბევრი რამ მიამბო, ბევრ რამეში გამარკვია... მაგრამ ახალ გუნდსა და გარემოზე დაწვრილებით საუბარი იმ დროისთვის შემეძლება, რაც ყაზახეთში ჩავალ, სიტუაციას საკუთარი თვალით ვნახავ და გავეცნობი.

- ზოგადად, ყაზახეთის ჩემპიონატზე რა წარმოდგენა გაქვთ? ფაქტია, ჩვენ გვარიანად გაგვასწრეს...
- ინფრასტრუქტურულადაც წინ მიდიან და გუნდებშიც გამოცდილი ლეგიონერები ჩაჰყავთ. ჩემპიონატიც პროგრესირებს. ჯერჯერობით, ეს შემიძლია ვთქვა.

- ზედ ევროტურნირის დაწყების წინ "დილასთან" განშორება იოლი არ იქნებოდა თქვენთვის...
- რა თქმა უნდა, არ იყო იოლი, მით უმეტეს, ამ გუნდში მშვენიერი ერთი წელი გავატარე... რას ვიზამთ, ასეთია ფეხბურთელის ცხოვრება. დგება ხოლმე მომენტი, როცა გუნდთან განშორება გიწევს.

- "ორდაბასისთან" რა ვადით აფორმებთ კონტრაქტს?
- წელიწადნახევრიანი ხელშეკრულება უნდა გავაფორმო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ოთარ, სულ წარმატებებს გისურვებ. კარგი ფეხბურთელობა ყველგან შეიძლება.
gizog
16:53 23-06-2016
0
ამ კაცს ყავს ოჯახი სარჩენი და რა ქნას გადაუხადეთ და დარჩება))))
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული