გიორგი ჭანტურიას მომავალი გაირკვა - ფეხბურთელი რუსეთში ბრუნდება!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და გერმანული "დუისბურგის" აწ უკვე ყოფილი შემტევი გიორგი ჭანტურია, კარიერას, რუსეთის პრემიერლიგის გუნდ "ურალში" გააგრძელებს.

როგორც Sportall.ge-ს სანდო წყარომ აცნობა, გიორგი უახლოეს დღეებში "ურალში" სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რისი წარმატებით გავლის შემთხვევაში, ქართველი ფეხბურთელი კლუბთან 2+1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

შეგახსენებთ, რომ ჭანტურიას რუსულ პრემიერლიგაში ნათამაშები აქვს. 2013 წელს არნემის "ვიტესმა" ის "ალანიაში" გაანათხოვრა, სადაც მან 1 სეზონი დაყო.
მკითხველის კომენტარები / 42 /
ეჰ შაკო ურალში რო მოიაზრება მხოლოდ ძირითადში და სხვაგან არსად მაგი გვტკენს ზუსტად გულს. ამ ბიჭს ოდნავი პროფესიონალიზმის პატარა (თუნდაც ყველაზე პატარა) მარცალი მაინც რო აღმოსჩენოდა სადმე ჩამარხული დღეს მინიმუმ საშუალო ევროპული დონის ფეხბურთელი იქნებოდა.
გივია
12:51 24-06-2016
0
:D სხვა რა კომენტარი გავაკეთო:D
burusa
12:52 24-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული