გიორგი ჭანტურიას მომავალი გაირკვა - ფეხბურთელი რუსეთში ბრუნდება!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და გერმანული "დუისბურგის" აწ უკვე ყოფილი შემტევი გიორგი ჭანტურია, კარიერას, რუსეთის პრემიერლიგის გუნდ "ურალში" გააგრძელებს.

როგორც Sportall.ge-ს სანდო წყარომ აცნობა, გიორგი უახლოეს დღეებში "ურალში" სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რისი წარმატებით გავლის შემთხვევაში, ქართველი ფეხბურთელი კლუბთან 2+1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

შეგახსენებთ, რომ ჭანტურიას რუსულ პრემიერლიგაში ნათამაშები აქვს. 2013 წელს არნემის "ვიტესმა" ის "ალანიაში" გაანათხოვრა, სადაც მან 1 სეზონი დაყო.
მკითხველის კომენტარები / 42 /
რუსეთის ფეხბურთის დონე ვიხილეტ ევროჩემპიონატზე :)
ეს ამისთვის მეტია

Vova
13:28 24-06-2016
0
ამას თუ მომავლის გარკვევა ქვია.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული