ლეგიონი გუშინ: 3 ქართული გოლი ამხანაგურ მატჩებში

AutoSharing Option
გუშინ, 24 ივნისს, რამდენიმე ამხანაგური შეხვედრა გაიმართა, სადაც ქართველმა ლეგიონერებმა თავის გამოჩენა შეძლეს.

გიორგი გოროზიას ნორვეგიული "სტაბეკი", რომელიც ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მიიღებს მონაწილეობას, ამხანაგურად "ლილესტრიომს" გაეჯიბრა და 5:0 გაანადგურა კიდეც, თავად გოროზიამ კი შეხვედრის 81-ე წუთზე გაიტანა გოლი და ანგარიში 4:0 გახადა.

* * *
კორეაში ამხანაგური მატჩი გამართა ლევან შენგელიას "ტუბიცემ", რომელმაც, მართალია, 3-1 წააგო "დუჟონთან, მაგრამ იმ ერთადერთი გატანილი გოლის ავტორი ტუბიცელთა შემადგენლობაში სწორედ შენგელიაა.

* * *
თავისი გოლი გაიტანა გიორგი ბერიძემაც, რომელმაც "გენტის" მთავარ შემადგენლობაში ითამაშა. "გენტი"
"პინტეს" დაუპირისპირდა და 2:0 სძლია. ბერიძემ გოლი მატჩის 53-ე წუთზე გაიტანა, რითაც შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული