გიორგი გოროზიას ნორვეგიული "სტაბეკი", რომელიც ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მიიღებს მონაწილეობას, ამხანაგურად "ლილესტრიომს" გაეჯიბრა და 5:0 გაანადგურა კიდეც, თავად გოროზიამ კი შეხვედრის 81-ე წუთზე გაიტანა გოლი და ანგარიში 4:0 გახადა.
* * *
კორეაში ამხანაგური მატჩი გამართა ლევან შენგელიას "ტუბიცემ", რომელმაც, მართალია, 3-1 წააგო "დუჟონთან, მაგრამ იმ ერთადერთი გატანილი გოლის ავტორი ტუბიცელთა შემადგენლობაში სწორედ შენგელიაა.* * *
თავისი გოლი გაიტანა გიორგი ბერიძემაც, რომელმაც "გენტის" მთავარ შემადგენლობაში ითამაშა. "გენტი"