ლეგიონი გუშინ: გოგუამ "აკჟაიკს" მარცვალაძის გარეშე მოუგო
AutoSharing Option
გუშინ, 24 ივნისს, ყაზახეთის ჩემპიონატის მე–18 ტურში გოგიტა გოგუას და ოთარ მარცვალაძის "ორდაბასი" "აკჟაიკს" ესტუმრა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა – 1:0.
გოგუა "ორდაბასის" ძირითადში იყო, შეუცვლელად ითამაშა, მატჩის 39–ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო, მარცვალაძის დებიუტი კი არ შედგა. ის განაცხადშიც არ იყო.
ამ გამარჯვებით "ორდაბასს" 28 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიციაზე იმყოფება.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.