თორნიკე ოქრიაშვილის ევროპული ვარიანტები - განსაკუთრებით ესპანელები აქტიურობენ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, 24 წლის თორნიკე ოქრიაშვილი ოფიციალურად ჯერაც "გენკის" წევრია. გასული სეზონი მან თურქული სუპერლიგის ბინადარ "ესქიშეჰირში" ჩაამთავრა, სადაც იჯარის წესით თამაშობდა.

"გენკის" წევრობა კი არ ნიშნავს, რომ ის ამ გუნდში დარჩება, პირიქით - გადაწყვეტილია, ოქრიაშვილი ამ ბელგიურ კლუბში აღარ ითამაშებს. მისი მიზანი ევროპის რომელიმე წამყვან ლიგაში გადასვლაა.

როგორც შევიტყვეთ, ის 1-ელ ივლისს ჩავა ბელგიაში, დაიწყებს ვარჯიშს "გენკის" შემადგენლობაში და დაელოდება სასურველ წინადადებას. ამასობაში, ბელგიურ მხარესთან მოლაპარაკებას გამართავს ფეხბურთელის აგენტი მამუკა ამიროვი.

როგორც უაღრესად სანდო წყარომ გვაცნობა, ოქრიაშვილს
ამჟამად აქვს ვარიანტები საიმისოდ, რომ კარიერა საფრანგეთში, გერმანიაში ან ესპანეთში გააგრძელოს. განსაკუთრებით ესპანელები აქტიურობენ და ვნახოთ, როგორ დასრულდება ეს ამბავი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა სწორედ ოქრიაშვილის გოლით მოიპოვა სენსაციური გამარჯვება ესპანეთის ეროვნულ გუნდთან ამას წინათ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში.

ესპანეთი-საქართველო 0:1 - სიზმარი თუ ცხადი? [VIDEO+PHOTO]

თუმცა მარტო გოლშიც არ არის საქმე - სხვა მხრივაც გამოჩნდა, რომ ოქრიაშვილი დიდი პოტენციალის მქონე მოთამაშეა. აქედან გამომდინარე, მის მიმართ პირენეული კლუბების ინტერესი გასაკვირი სულაც არ არის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
ავტორებო, ან დააკონკრეტეთ თუ რომელი კლუბებისგან აქვს შეთავაზება, ან როცა გადავა, მერე დაწერეთ სიახლე. მსგავსი ტიპის სიახლეებს ისე შევეჩვიე, რომ არ გამიკვირდება თუ ოქრი რომელიმე საშუალო დონის რუსულ, უკრაინულ ან პოლონურ კლუბში ამოყოფს თავს. თქვენ არ დაწერეთ 2 კვირის წინ ჭანტურია ნიურნბერგში გადავიდაო? ისიც კარგად მახსოვს, თქვენივე ვარაუდით მერებაშვილს პანათინაიკოსის, ვერდერის და პარტიზანის ვარიანტი რომ ჰქონდა 2009-ში და საბოლოო ჯამში, ვოივოდინაში ამოყო თავი. სჯობს, თანდათან შეეშვათ ფეხბურთელთა მსგავსი სიახლეებით პიარს, უფრო დიდ ზიანს აყენებთ თქვენს და მათ იმიჯს.
nika
14:23 28-06-2016
0
ესპანელები ძალიან აქტიურობენ (ანუ ვითომ სხვებზე მეტად) და ოქრი გენკში იმალება, არ წამოვალო??? რას წერთ???

მე გითხრათ რეალურად როგორაა?!

სინამდვილეში ასეა:

არსებობს გარკვეული ინტერესი ევროპული კლუბისგან თუმცა რადგან კონკრეტული წინანდადებით ჯერ არავის მიუმართავს, ოქრიაშვილი იძულებულია იმ გუნდში დაბრუნდეს რომელსაც ეკუთვნის ტრანსფერი და იმედი იქონიოს რომ მისი აგენტი მამუკა ამიროვი უპოვნის გუნდს.

აი ეს არის რეალური სურათი და ასე უნდა დაწეროთ!

არ დაბლოკოთ როგორც გუშინ დამიბლოკეთ მესის ნაკრებიდან წასვლაზე დავაკომენტარე და არ გამოგიქვეყნებიათ!

zaza
14:40 28-06-2016
0

სიახლეები პოპულარული