გიორგი არაბიძე: არც მენეჯერი მყავს და არც უკრაინაში ვაპირებ დარჩენას

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებისა და დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელი გაზეთ "ლელოში" დაბეჭდილ, მიხეილ მეტრეველის ინტერვიუს გამოეხმაურა და რამდენიმე დეტალი დააზუსტა.

- გიორგი არაბიძის მენეჯერი: მას ახლა ეს ჰაერივით სჭირდება, რომ გაიზარდოს

ინტერვიუში მეტრეველმა, როგორც ფეხბურთელის მენეჯერმა, განაცხადა, რომ გიორგის რამდენიმე გუნდიდან აქვს წინადადება, მათ შორის, ბელგიიდან და ჰოლანდიიდან, თუმცა არც მისი რომელიმე უკრაინულ კლუბში იჯარით გადასვლა გამორიცხა.

არაბიძემ Sportall.ge-ს განუცხადა, რომ მას მენეჯერი არ ჰყავს, დონეცკური გუნდის დატოვება კი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გადაწყვეტილი ამბავია.

"არანაირი მენეჯერი არ მყავს. ვინც ჩემი სახელით
ინტერვიუებს იძლევა, ტყუილს ავრცელებს. თუ ვინმეს სიმართლე აინტერესებს, აგერ, გეუბნებით და სხვებს ნუ დაუჯერებთ - "შახტარიდან" ჩემი წასვლა გადაწყვეტილი ამბავია, მაგრამ უკრაინულ გუნდში, თანაც იჯარით, ნამდვილად არ მივდივარ", - გვითხრა გიორგიმ.
მკითხველის კომენტარები / 11 /
წამოვიდეს დინამოში დიდი სიამოვნებით მიიღებენ ალბათ.აქ კარგად ათამაშდება უფრო. ამის ნიჭი მას ნამდვილად აქვს.ამ ასაკიდან ეწყებათ ხოლმე მოგზაურობა ქართველ ფეხბურთელებს, რამდენი ნიჭიერი ფეხბურთელი დაკარგა საქართველომ, ახლა უნდა იყოს ფრთხილად და დაკვირვებულათ არაბიძე.
bebeto
30 ივნისი 2016 13:57
0
ფიფია მაგარი კაცია ის საქარტველოს ერტგულია
temo
30 ივნისი 2016 11:00
0
Vaso- 100%ით გეთანხმები. ამ სხვადასხვა ჯურის ლეგიონერებში რა ფულსაც იხდიან ის გადაუხადონ ჩვენს ახალგაზრდებს, დაუნიშნონ ახალგაზრდებთან მუშაობაში გამოცდილი საკლუბო მწვრთნელი და ორ სამ წელიწადში დაიქუხებენ ევროპაში. მერე გაყიდონ მილიონებად კაპიკებად რომ ყიდიან დღეს.არაბიძე, ბერიძე, ტაბიძე, დვალი, აბურჯანია, კვეკესკირი, კაკაბაძე, არაბული, ჭანტურია და კიდევ ვინ მოთვლის რამდენი. თან ქართველი უფრო გულიანად არ ითამაშებს ქართულ გუნდში ვიდრე ვინმე გადამთიელი?კარგად მახსოვს ერთ ორ ეტაპს რო გაივლიდა დინამო და მორიგი ეტაპიტან როცა გამოვარდებოდა ჟურნალისტები ერთ-ერთ პირველ კითხვას უსვამდნენ გამარჯვებული მეტოქის წარმომადგენლებს ჩვენებური ვინ მოგეწონათ და წაყვანა არ გინდათო?...რამდენი გაყიდულა ამგვარად კაპიკებში?...ეგაა რომ დღევანდელი კვერცხი ურჩევნიათ სამწუხაროდ:(
murtalo
30 ივნისი 2016 04:16
0
ძაან ნიჭიერი ფეხბურთელია და სტანდარტულებშიც კარგია,ვფიქრობ შეძლებს გიორგი ძირითად გუნდში თამაშს და სწორი გადაწყვეტილება იქნება რაც მალე მით უკეთესი რომ უფრო მოუმატო თამაშს,წარმატებებს გისურვებ.
freedom
30 ივნისი 2016 02:18
0
გიო ოღონდ უკრაინაში და რუსეთში არ დარჩე სულ რომ ზენიტი, ცსკა და კიევის დინამო ძირითადში ადგილს და მილიონებს გთავაზობდნენ და შენნაირი ჭკვიანი ბიჭი მეორე არ იქნება...
Walkabout
29 ივნისი 2016 20:43
0
გიო ცალიან მაგარი ხარ. გული არ აიგდო პიტიქიტ დიდი მონდომება და ბრცოლა ევროპის საუკეტესო ფეხბურტელი უნდა გახდე სჰენ ამას სჰეცლებ
gia
29 ივნისი 2016 19:49
0
ეს მიხეილ მეტრეველი ვინაა და რას კადრულობს? შავს აწვება მგონია და მიხედეთ. არაა გამორიცხული შანტაჟიც მოუწყოს. რატომღაც კალაძე გამახსენდა
david
29 ივნისი 2016 18:52
0
გიო დღევანდელი ქართული ფეხბურთისთვის,ერთ-ერთი იმედი ხარ,შენი წინსვლა მხოლოდ სიხარული იქნება ნებისმიერი ქართველი გულშემატკივარისთვის,შენ უკეთ იცი სად ჯობია შენი მომავალი პროგრესისათვის,ბევრი იფიქრე და გადაწყვეტილება ისე მიიღე.
sake
29 ივნისი 2016 18:48
0
ძალიან თვითდაჯერებული ბიჭია, ჯერ ამისთვის პატარაა მგონი (არ ვგულისხმობ მენეჯერზე, ზოგადათ) წარმატებები.
ავთო
29 ივნისი 2016 17:50
0
გმერტმა დაგლოცოს გიო საქარტველოს ჯერა რომ დიდი ფეხბურტელი გახდები გვჯერა, გვჯერა გვჯერა!!!!!!
mamuka
29 ივნისი 2016 17:01
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული