ლეგიონის უქმეები: გრიგალაშვილის და გოგუას პირველი გოლები [VIDEO]

AutoSharing Option
ყაზახეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში გოგიტა გოგუასა და ოთარ მარცვალაძის "ორდაბასიმ" 2:1 მოუგო "ატირაუს". გოგიტამ, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო, 85-ე წუთზე პენალტი გაიტანა (პირველი გოლი ახალი გუნდის შემადგენლობაში). შეუცვლელად ითამაშა მარცვალაძემაც. "ორდაბასი" 31 ქულით მე-5 ადგილზეა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ირტიში" გასვლაზე 2:3 დამარცხდა "ტობოლთან", რომელსაც ომარ თეთრაძე წვრთნის, თუმცა 38 ქულით მეორე ადგილზე რჩება. წაგებულთა რიგებში 68-ე წუთზე თავურით გაიტანა შოთა გრიგალაშვილმა, რომელიც მოედანზე 5 წუთის გასული იყო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კახა ცხადაძის
"ქაირათი" სტუმრად 1:1 დაუზავდა "ჟეტისუს" და 37
ქულით კვლავ მესამე ადგილზეა.

* * *
ბელორუსის ჩემპიონატის მე-15 ტურში ვაკო გვილიას "მინსკმა" სტუმრად 1:0 დაამარცხა "კრუმკაჩი". სტუმართა ქართველმა "ათიანმა" შეუცვლელად ითამაშა. "მინსკი" 25 ქულით მესამე ადგილზეა.

* * *
უზბეკეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში "ლოკომოტივი" შინ 0:0 დაუზავდა ლიდერ "ბუნიოდკორს" და კვლავ ქულით ჩამორჩება მას. მასპინძელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა კახა მახარაძემ, რომელიც მეორე ტაიმში გააფრთხილეს.

გიორგი კვესიეშვილის (90 წუთი) "ყიზილყუმი" სტუმრად "სოგდიანას" დაუზავდა - 1:1. "ყიზილყუმი" მეექვსე ადგილზეა.

* * *
ფინეთის რანგით მეორე ლიგაში ირაკლი სირბილაძის "კპვ კოკოლა" შინ 1:4 განადგურდა "ჰაკასთან". არადა, 83-ე წუთამდე მასპინძლები სწორედ სირბილაძის გოლით იგებდნენ. მაგრამ მერე კპვ 9 კაცის ამარა დარჩა და ბოლო 7 წუთში (პლუს კომპენსირებული დრო)... 4 გოლი გაუშვა. სირბილაძე 76-ე წუთზე შეცვალეს. მარცხის მიუხედავად, ქართველის გუნდი 22 ქულით ლიდერია (კონკურენტებთან შედარებით ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული).

ფინეთის იმავე ლიგაში შინ 1:2 დამარცხდა (გრიფკ-ს წინააღმდეგ) გიორგი ოსიტაშვილის კტპ. ქართველს დისკვალიფიკაციის გამო არ უთამაშია, ხოლო მისი გუნდი 10 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული