ლეგიონი გუშინ: ჯანო ანანიძემ სლოვენიურ "რუდარს" გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 3 ივლისს, მოსკოვის "სპარტაკმა", რომლის რიგებშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე ასპარეზობს, ავსტრიული შეკრების ფარგლებში ამხანაგური მატჩი გამართა სლოვენიურ "რუდართან".

"სპარტაკმა" შეხვედრა მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 2:1 მოიგო.

ანანიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და შეხვედრაში გასული პირველი გოლი 24-ე წუთზე სწორედ მის ანგარიშზეა. მოსკოველთა მთავარმა მწვრთნელმა ჯანო მატჩის 62-ე წუთზე გიორგი მელქაძით შეცვალა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული