"ზამთრის შეკრებაზე თურქეთში ბოლო საკონტროლო შეხვედრა გვქონდა. მოთელვაზე ცუდად წავიქეცი, მხარს ვდგამდი და როცა დავეცი, მეორე ფეხბურთელიც ცუდად დამეტაკა და ამ დროს უკან კუნთი სამ ადგილზე გამიწყდა.
ექიმებმა ნახეს და ძალიან მძიმე ტრავმა აღმოჩნდა -
ოპერაცია მეორე დღეს, თურქეთშივე გამიკეთეს და პლატინები ჩამიყენეს, მაგრამ ამის შემდეგ კიდევ 10 დღე საშინელი ტკივილები მაწუხებდა", - გვიყვება გადრანი.
ახალგაზრდა მცველი ახლა ფორმის აღდგენას ცდილობს:
"დიდი ხანია, აღარ მითამაშია. ნახევარი სეზონი გამიცდა და ივნისამდე ვისვენებდი. ახლა ყველაფერი ჩემზე იქნება დამოკიდებული - რამდენად სწრაფად მოვახერხებ ტრავმის შემდეგ ფორმაში შესვლას.
მთავარია, ახლა ისევ "ჩერნომორეცში" ვარ და უკვე თითქმის თვეა, რაც მოედანს დავუბრუნდი. გუნდთან ერთად შეკრებაზე ვიმყოფები და ყოველდღე ორჯერადი ვარჯიშები გვაქვს.
საბედნიეროდ, თავს კარგად ვგრძნობ. სეზონის დაწყებამდე დრო კიდევ არის და იმედი მაქვს, მანამდე ფორმასაც აღვიდგენ და სათამაშოდ 100 პროცენტით მზად ვიქნები".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"