გიორგი ჭანტურიას "ურალში" ფიზმომზადებაში დამატებით ეს მწვრთნელი დაუნიშნეს

AutoSharing Option
რუსული "ურალის" მთავარმა მწვრთნელმა ვადიმ სკრიპჩენკომ "ზავრჩის" წინააღმდეგ გამართული ამხანაგური მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

ჟურნალისტებმა სპეციალისტს გიორგი ჭანტურიაზეც ჰკითხეს, თუ როდის შედგება მისი დებიუტი.

"... რაც შეეხება ჭანტურიას, ის გუნდთან ერთად ვარჯიშობს და ფიზმომზადების მწვრთნელ ელენა აფანასიევნასთან დამატებით გადის სპეციალურ პროგრამას, რომელიც მას აუცილებლად სჭირდება.

ვფიქრობ, ახალბედებიდან, ვისაც ყველაზე მალე ექნება დებიუტი, ეს რომან პავლიუჩენკო იქნება, ჭანტურია კი გუნდს მეორე სლოვენიურ შეკრებაზე დაეხმარება", - განაცხადა მწვრთნელმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი სულ ცოტა ხნის წინ გადავიდა გუნდში და
კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული