ბუბა დაუშვილის "ბნეი-საჰნინში" გადასვლა ფეხბურთელის ოჯახში უარყვეს

AutoSharing Option
ებრაულ Sport5-ის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი კარიერას ისრაელის გუნდ "ბნეი-საჰნინში" გააგრძელებს, ფეხბურთელის ოჯახში უარყვეს.

- Sport5: ბუბა დაუშვილი კარიერას ისრაელში, "ბნეი-საჰნინში" გააგრძელებს

როგორც დაუშვილის ოჯახში გვითხრეს, ქართველ ფეხბურთელს აღნიშნული კლუბიდან მართლაც ჰქონდა შემოთავაზება, მაგრამ მან კარიერის იქ გაგრძელება არ ისურვა.

ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძლებს დაუშვილი კარიერას. მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ფეხბურთელის ბედი უახლოეს დღეებში გაირკვევა, თუმცა, როგორც გვითხრეს, ბუბას მომავალი კლუბი არც ებრაული, არც ბერძნული და არც ქართული იქნება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
Vaso მართალი ხარ! სამწუხაროდ აღარ არის ის შეგნება, თუნდაც 90-ანებში რომ იყო.

კარგად გვახსოვს როგორ თქვეს არველაძეებმა და სხვა ბიჭებმა უარი ძვირადღირებულ კონტრაქტებზე და 93-ში დინამოში დაბრუნდნენ ევროთასებზე სათამაშოდ.

მაგრამ სხვა ქვეყნებში მოთამაშეებს თუ უკლუბოებს რა უნდა მოთხოვო როდესაც ფეხბურთის ფედერაციაში თანამდებობის გამო გუნდის სულმა და გულმა - იაშვილმა ზურგი აქცია მშობლიურ გუნდს და დინამოში სულ რაღაც 2 თვით დარჩენაც არ იკაადრა უამრავი ხვეწნის მიუხედავად...

რაც იაშკას სიხარული მოუტანია ჩვენთვის თავისი გოლებით თუ მაგარი თამაშით ყველაფერი წყალში ჩაყარა ამ უარით!

გაცილების თამაში რომ მოაწყოს არცერთი დინამოს გულშემატკივარი და არცერთი საქართველოს პატრიოტი არ უნდა მივიდეს!

რა მაგალითი მისცა ახალ თაობას ამ უღირსი საქციელით?! მოკლედ იჯდეს იმ ფედერაციის სავარძელში, არ გაექცეს სადმე...

სიმართლეს თქვენ არ წერთ და ეს მაინც არ დაბლოკოთ!



namdvili zaza
22:32 09-07-2016
0
არ შეიძლება ამ ევროტურნირებზე , დაიმატოს დინამომ?, (თან ფულიც აქ) ... ამ ხეტიალით ან თქვენ თვითონაც როგორ არ იღლებით? / ეჰ ფიფია,ფიფია.... შენ ჩკუა მოგცა და მე ფული...
Vaso
14:53 09-07-2016
0

სიახლეები პოპულარული