"გიორგი მახათაძეს არ სურს, მოსკოვის "ლოკომოტივში" 5 წელი პურის ფულზე ითამაშოს"

AutoSharing Option
რუსეთის მოქალაქე, ქართული წარმომავლობის 18 წლის ფეხბურთელი გიორგი მახათაძე მოსკოვის "ლოკომოტივს" ტოვებს. ამის მიზეზი, როგორც მოსკოვური კლუბის ყოფილი პრესატაშე აცხადებს, ძალზე დაბალი ხელფასია.

"ლოკო" კიდევ ერთ ახალგაზრდას - მახათაძეს კარგავს, რომელსაც არ სურს, ხუთი წელი პურის ფულზე ითამაშოს", - დაწერა "ტვიტერში" ალექსანდრ უდალცოვმა.

ფეხბურთელთან დაკავშირებით კომენტარი მისმა წარმომადგენელმა ვადიმ შპინიოვმაც გააკეთა:

"ამ დროისთვის არ მაქვს ინფორმაცია იმაზე, რომ მახათაძე "ლოკომოტივის" შეკრებიდან წასვლას გეგმავს. შემიძლია გითხრათ, რომ მის მიმართ ნამდვილად არის ინტერესი რუსეთის პრემიერლიგის სერიოზული კლუბებიდან. საუბარია ზედა ხუთეულის გუნდებზე. თავად
გიორგი მოწადინებულია, რომ იშრომოს, იმუშაოს და წინ იაროს", - უთხრა შპინიოვმა championat.com-ს.

რუსეთის ჭაბუკთა ნაკრების კაპიტანს, რომლის მიმართ ინტერესს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაშიც იჩენდნენ, დებიუტი რუსეთის პრემიერლიგაში 2016 წლის 21 მაისს, "მორდოვიასთან" მატჩში ჰქონდა.

- გიორგი მახათაძე ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა პრეტენზიები აქვთ ამ ხალხს ვერ გავიგე.ჯერ არაფრისთვის მიგიღწევია და რა ფულს ითხოვ? თუ იშრომებ და მახათს არ გაიყრი ერთ ადგილას, გაგიმართლებს,თუ არა და იქნები ასე
დათო
19:38 12-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული