დიდი ხნით მსურს აქ დარჩენა - ბუბა დაუშვილი "დიოშგიორის" ფეხბურთელია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი კარიერას უნგრეთში გააგრძელებს.

27 წლის ფეხბურთელმა ორწლიანი კონტრაქტი უნგრეთის უმაღლესი ლიგის "დიოშგიორთან" გააფორმა. აღნიშნული ინფორმაცია უნგრული კლუბის ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა.

"მქონდა რამდენიმე წინადადება, მაგრამ როგორც კი "დიოშგიორი" დამიკავშირდა, სხვა გუნდებზე აღარ მიფიქრია. აქ დიდი ხნით მსურს დარჩენა, თუმცა მესმის, რომ ეს ყველაფერი ჩემს თამაშზე იქნება დამოკიდებული.

ასეთია ფეხბურთი: ცუდად თუ ითამაშე და გუნდს არ გამოადექი, წასვლა მოგიწევს. ჩემზე იმის თქმა შემიძლია, რომ შრომისმოყვარე ვარ. ყველაფერს გავაკეთებ გუნდის წარმატებისთვის", - განაცხადა დაუშვიულმა.

"დაუშვილი საქართველოს ეროვნული
ნაკრების მუდმივი წევრია. მოედნის ცენტრში მასზე დიდი იმედების დამყარება შეგვიძლია. ის აგრესიულია და ბურთის კონტროლიც კარგად ეხერხება. მისი შეძენა გუნდის მთავარ მწვრთნელს სურდა", – განაცხადა კლუბის სპორტულმა დირექტორმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლოს დაუშვილი ლვოვის "კარპატში" თამაშობდა, საიდანაც თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონე წამოვიდა. ქართველმა ნახევარმცველმა ახალ გუნდთან ერთად უკვე ივარჯიშა.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 3 /
წარმატებები ბუბა, კარგი ადამიანი ხარ და წარმატებებსაც მიაღწევ! სხვა ქართველი ფეხბურთელებივით არ გაქვს თავში ავარდნილი
dato
11:52 13-07-2016
0
მგონი უფრო უნგრეთში უნდა დარჩენა დ
ჯიმშერიკო
23:13 12-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული