კახა ცხადაძე: მე და შოთა მეგობრობას ცოტა ხნით გვერდზე გადავდებთ

AutoSharing Option
დღეს, 14 ივლისს, ევროპალიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართველი მწვრთნელების, კახა ცხადაძისა და შოთა არველაძის გაწვრთნილი გუნდების, შესაბამისად, ალმათის "ქაირათისა" და თელ-ავივის "მაკაბის" პირველი მატჩი გაიმართება. ამ დაპირისპირებას უკვე უწოდეს "ქართული დერბი".

მატჩი ალმათის ცენტრალურ სტადიონზე თბილისის დროით 18:45 სთ-ზე დაიწყება.

ყაზახური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ეროვნულ ნაკრებში ყოფილ თანაგუნდელთან დაპირისპირების წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"მეტოქე სერიოზული გუნდია. შარშან ჩემპიონთა ლიგაში თამაშობდა. ვნახეთ "მაკაბის" შარშანდელი მატჩები და ბოლო ორი შეხვედრა პირველ რაუნდში. მეტოქეს ორი სრულფასოვანი შემადგენლობა ჰყავს. რთული, მაგრამ საინტერესო დაპირისპირება
გველის.

რაც შეეხება მეტოქე გუნდის მთავარ მწვრთნელ შოთა არველაძეს, ფორტუნამ ისე ინება, რომ ერთმანეთს ამ ეტაპზე დავუპირისპირდით. არადა, ჩვენ დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს, ვახლობლობთ ოჯახებით. თუმცა, ახლა ცოტა ხნით ამ ყველაფერს გვერდზე გადავდებთ და მოედანზე მეტოქეებად გავალთ.

"ქაირათიცა" და "მაკაბიც" თანაბარი ძალის გუნდებია და თამაშითაც და შემადგენლობითაც, ორივე იმსახურებს ჯგუფურ ეტაპზე თამაშს. დაე, უძლიერესმა გაიმარჯვოს. ჩვენ კი ყველაფერს ვიზამთ, რომ ეს "ქაირათი" იყოს. მგონია, რომ ამ წყვილიდან გასული გუნდი ჯგუფურ ეტაპზე თამაშს იმსახურებს".

- შოთა არველაძე: მე და ცხადაძე მეგობრები ვართ, ეს მეტია, ვიდრე ნათესაობა
მკითხველის კომენტარები / 3 /
არც ერთი არის ყაზახი და არც მეორე - ებრაელი, ორივე ბედკრული საქართველოს შვილები არიან
zviadi
11:42 14-07-2016
0
arც ცხადაზე წყვეტს ვარსკვლავებს და არც არველადზე რომელ დიდ გუნდს წვრტვნიან ერტი გმერტმა უსველოტ მტავარი სწორი ცხოვრეება ან როგორ უყვარხარ სენს ერს
qutaisi
12:15 14-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული