მასპინძელთა რიგებში 75-ე წუთამდე ითამაშა შოთა გრიგალაშვილმა.
ყაზახეთის ჩემპიონატის პირველი წრის დასრულებამდე ტურით ადრე ცხადაძის გუნდს 43 ქულა აქვს და ლიდერ "ასტანას" 10 ქულით ჩამორჩება. 38 ქულით მესამე პოზიციაზე "ირტიშია".
შეგახსენებთ, რომ ცხადაძის გუნდი ევროპალიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზეც თამაშობს, სადაც მეტოქედ შოთა არველაძის გაწვრთნილი თელ-ავივის "მაკაბი" ჰყავს.