ლეგიონი გუშინ: კახა ცხადაძის "ქაირათმა" სტუმრად კონკურენტ "ირტიშს" მოუგო

AutoSharing Option
ალმათის "ქაირათმა", რომელსაც საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი კახა ცხადაძე წვრთნის, მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა. "ქაირათმა" ყაზახეთის ჩემპიონატის 21-ე ტურის მატჩში სტუმრად პავლოდარში, უშუალო კონკურენტი "ირტიში" ანგარიშით 3:2 დაამარცხა და ცხრილში პოზიცია გაიმყარა.

მასპინძელთა რიგებში 75-ე წუთამდე ითამაშა შოთა გრიგალაშვილმა.

ყაზახეთის ჩემპიონატის პირველი წრის დასრულებამდე ტურით ადრე ცხადაძის გუნდს 43 ქულა აქვს და ლიდერ "ასტანას" 10 ქულით ჩამორჩება. 38 ქულით მესამე პოზიციაზე "ირტიშია".

შეგახსენებთ, რომ ცხადაძის გუნდი ევროპალიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზეც თამაშობს, სადაც მეტოქედ შოთა არველაძის გაწვრთნილი თელ-ავივის "მაკაბი" ჰყავს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
კახამ რო ჩაიბარა გუნდი მე მგონი, ბოლოსწინაზე იყვნენ და მას შემდეგ თუ არ ვცდები ერთი თამაშის გარდა ყველა მოიგეს ძაან მაგარი სპეციალისტია
შაკო
11:27 19-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული