არნემელთა ქართველთა კაპიტანი კაშია გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და მხოლოდ პირველი ტაიმი ითამაშა, ყაზაიშვილი კი მოედანზე 61-ე წუთზე გამოჩნდა.
მატჩის შემდეგ კაშიამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა: "მთლიანობაში, დადებითად შევაფასებ თამაშს. ყველაფერი ორგანიზებულადაა და ფეხბურთელებსაც ეძლევათ სათამაშო დრო. სწორ გზას ვადგავართ და ეს მახარებს.
"ვესტ ბრომვიჩი" ინგლისის პრემიერლიგის გუნდია და, ალბათ, შეამჩნევდით, რომ დიდ პატივისცემას იჩენდნენ ჩვენდამი, რადგან ახალგაზრდებით
წაგებული გუნდი ბედნიერი არასდროსაა, მაგრამ ასეთი გუნდის წინააღმდეგ ჩვენთვის მთავარი თამაშის ხარისხი იყო. მეორე ტაიმში, როცა მოედანზე უფრო გამოცდილი ფეხბურთელები შემოვიდნენ, ინიციატივა ხელთ ვიგდეთ", - განაცხადა ქართველმა მცველმა.
მომდევნო შეხვედრას არნემელები 23 ივლისს პორტუგალიური "პორტოს" წინააღმდეგ გამართავენ.