Sportall.ge-ს ექსკლუზივი: "სევილია" გიორგი აბურჯანიაში 1 700 000 ევროს იხდის!

AutoSharing Option
როგორც Sportall.ge-მ სანდო წყაროდან შეიტყო, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ტარაგონას "ხიმნასტიკის" ქართველი ნახევარმცველის გიორგი აბურჯანიას ტრანსფერი ანდალუსიურ "სევილიაში" თითქმის გადაწყვეტილია.

- წლის ტრანსფერის მოლოდინში: გიორგი აბურჯანია "სევილიას" სამიზნეა!

ჩვენი ინფორმაციით, კლუბები სატრანსფერო ფასზე უკვე შეთანხმდნენ და გასარკვევი ახლა ისაა, თუ რამდენად ექნება ქართველ ფეხბურთელს ეროპალიგის ტრიუმფატორ "სევილიაში" სათამაშო პრაქტიკა. თუ ანდალუსიური კლუბის მიერ შეთავაზებულმა პირობებმა ქართველი ფეხბურთელი და მისი აგენტი დააკმაყოფილა, "სევილია" 21 წლის აბურჯანიაში "ხიმნასტიკს" 1 700 000 ევროს გადაუხდის.

ტრანსფერის საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი იმ კვირაში, ოთხშაბათისთვის უნდა
გახდეს.

შეგახსენებთ, რომ "სევილიამ" გასულ სეზონში ევროპალიგა მოიგო, ლა ლიგა კი მე-7 ადგილზე დაასრულა. წელს ანდალუსიური გუნდი ჩემპიონთა ლიგაში იასპარეზებს, მანამდე კი უეფას სუპერთასის მატჩში მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 15 /
მეიმედება ამ ბიჭის
შაკო
24 ივლისი 2016 10:45
0
თუ ეს მართალია ჩემი აზრით ხელიდან გასაშვები შანსი არაა. ასეთი შანსი შესაძლოა მეორედ აღარც მიეცეს. თან სევილია ერთდროულად სამ ტურნირზე იბრძვის და წარმოუდგენელია სულ სკამზე იჯდეს თავსი შანსები მიეცემა და ჩემი აზრით გიო ისეთი ნიჭიერია წელიწადიც არ დაჭირდება ძირითადში ჩასაჯდომად. თან ესპანეთსაც ასე თუ ისე იცნობს. სულ თუ არაფერი და არენდით გაუშვებენ ეგეც კარგია უფრო დიდი მოტივაციით გააგრძელებს თამაშს და მე დარწმუნებული ვარ უფრო მეტად მოაწონებს თავს სევილიას. ასე რომ წინ გიო და შენ გვერდში ვართ ყველანი. ხიმნასტიკის თამაშებს ყურება თუ მესიამოვნებოდა რას წარმოვიდგენდი კაცი მაგრამ რო გიყურებ როგორ თამაშობ მსიამოვნებს.
dadu
24 ივლისი 2016 09:24
0
რამდენიმე დღის წინ იწერებოდა ჯაბა კანკავა მალაგას სამიზნეაო.ფრანგულ და უკრაინულ საიტზეც გადავამოწმე ეგ ინფორმაცია,მაგრამ საბოლოოდ მალაგამ არ დაადასტურა ჯაბას მიმართ ინტერესი,პირიქით ის ვერ გააძლიერებს ჩვენს სახევარდაცვასო.ახლაც ასე მგონია.რომც იყიდონ აბურჯანია შემდეგ არენდით ისევ სეგუნდა დივიზიონში გაუშვებენ და აზრი?ამიტომაც სანამ ოფიციალურად არ დადასტურებს სევილია გიორგის მიმართ ინტერესს მე ამ ამბავს ვერ დავიჯერებ.
giorgi
23 ივლისი 2016 19:51
0
არვიცი სევილიაში ტრანსფერებისმხრივ რა ხდება მაგრამ ჩემი აზრით აუცილებლად უნდა გადავიდეს. სევილია ის გუნდი არაა რო სულ "სასტავის" ხალხით თამაშობდეს, ხშირად ათამაშებს ახალგაზრდებს და მაგით შოულობს ფულს რო მერე ყიდის კარგ ფასად. აუცილებლად გადავიდეს უნდა თუ რამე სისულელეს არ სთავაზობენ.
ლაშა
23 ივლისი 2016 18:15
0
არ შეგრცხვებათ ეგ "სანდო წყაროს" მიერ მოტანილი "უკვე გადაწყვეტილი ამბავი" რომ არ გამართლდეს?
realoba
23 ივლისი 2016 17:42
0
სისულელეა ეს აზრი. რას ქვია სათამაშო დროის გამო "ხიმნასტიკში" უნდა დაბერდეს? 21 წლისაა უკვე და პატარა ბავშვი აღარაა. თუ ამბიცია აქვს ითამაშოს დიდი ფეხბურთი უნდა გაუძლოს კონკურენციას და ბრძოლით მოიპოვოს ადგილი გუნდში, თორემ 100 პროცენტიანი გარანტია მესისაც არ აქვს "ბარსელონაში".
.........
23 ივლისი 2016 15:21
0
სევილია ბანეგამ და კრიხოვიაკმა დატოვა, 2 ნახევარმცველი კი იყიდეს სანაცვლოდ, მაგრამ უმეტესად 20-21 წლის ბიჭები ჰყავთ ნახევარდაცვაში, ამიტომ ჩემი აზრით მიეცემა შანსი, მთავარია როგორ გამოიყენებს
Lasha
23 ივლისი 2016 15:02
0
http://www.lesportiudecatalunya.cat/nel9/article/8-esports/52-futbol-catala/990239-.html?cca=1 რატოა სისულელე ვითომ? არ გღლით ამდენი პესიმიზმი და წუწუნი :))
tbiliseli
23 ივლისი 2016 14:52
0
ისე არ მოხდეს, რომ სათადარიგოთა სკამზე დასვან, ამას ჯობია სადაც არის ჯერ ჯერობით იქ იყოს,მერე დრო აჩვენებს
ალეკსანდრე
23 ივლისი 2016 14:44
0
ისე არ მოხდეს, რომ სათადარიგოთა სკამზე დასვან, ამას ჯობია სადაც არის ჯერ ჯერობით იქ იყოს,მერე დრო აჩვენებს
ალეკსანდრე
23 ივლისი 2016 14:33
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული