სანდრო კობახიძე: განიავებულ მომენტებზე გული მწყდება, გამოვასწორებ!

AutoSharing Option
უკრაინის ჩემპიონატის პირველ ტურში "ჩერნომორეცთან" მოპოვებული გამარჯვების (1:0) შემდეგ "ვორსკლას" ქართველმა ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ კობახიძისთვის ეს პირველი ოფიციალური მატჩი იყო "ვორსკლას" შემადგენლობაში.

"გულწრფელი ვიქნები და ვიტყვი, რომ "ვორსკლას" შემადგენლობაში ჩატარებული პირველი ოფიციალური მატჩი რთული გამოდგა. ვიცი, რომ ბევრად უკეთ შეგვიძლია თამაში. ნებისმიერ შემთხვევაში, კარგია, რომ გავიმარჯვეთ.

მსმენია, რომ "ვორსკლას" დიდი ხანია ჩემპიონატის სტარტზე საკუთარ მოედანზე არ მოუგია. ამიტომ ბედნიერი ვარ, რომ სადებიუტო მატჩში მოვახერხე ეს. მთელ პოლტავას ვულოცავ ამ გამარჯვებას.

საგოლე მომენტები გავანიავე, რაზეც გული
მწყდება. შემდეგ თამაშებშიც გვექნება შანსები და გამოვასწორებ ამ ყველაფერს.

ვფიქრობ, მომდევნო შეხვედრებს უფრო მაღალ დონეზე ჩავატარებთ", – განაცხადა კობახიძემ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული