ლუკა გადრანი: "ალავესში" მეუბნებიან, შეიძლება ლა ლიგაში თამაშის შანსიც მოგეცესო, მაგრამ...

AutoSharing Option
ფეხბურთის სპეციალისტები ლუკა გადრანს კარგად იცნობენ. 19 წლის ფეხბურთელი "ვიტ ჯორჯიაში" ზაზა დიდებაშვილთან ვარჯიშობდა, მერე თბილისის "დინამოს" დუბლშემადგენლობაში გადავიდა, ბოლოს კი ვიტორიის (ესპანეთი) "ალავესში" ვარჯიშობდა...

შარშან, ზაფხულში, ლუკა გადრანი თბილისის "დინამოდან" სწორედ ესპანეთში წავიდა და სეგუნდა დივიზიონის ბინადარ "ალავესთან" (ეს ის "ალავესია", 2001 წელს "ლივერპულთან" უეფას თასის ფინალში 4:5 რომ დათმო დამატებით დროში) ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. 19 წლის მცველი ბასკური კლუბის 19-წლამდელებში ვარჯიშობდა, ოღონდ ოფიციალური მატჩების ჩატარებას ვერ ახერხებდა, რადგან ესპანეთში ცხოვრების უფლება არ ჰქონდა...

"მთელი წლის განმავლობაში იყო იმედი,
რომ კლუბი ამ პრობლემას მომიგვარებდა. საცხოვრებელი უფლება ავტომატურად თამაშის უფლებას ნიშნავდა. დამატებით, "ალავესმა" ნებართვა ფიფასგანაც მოითხოვა.

მაგრამ ერთი წელი ისე მიილია და 30 ივნისს ხელშეკრულება ისე დამიმთავრდა, პრობლემა ვერ მომიგვარეს. მხოლოდ ამხანაგური თამაშებით ზრდა შეუძლებელია, ასე ფორმას თუ ვინარჩუნებდი, თორემ რეალურად, დროს ვკარგავდი, რადგან ოფიციალურ თამაშებს სულ სხვა დატვირთვა აქვს. ამიტომაც მომიწია გუნდის დატოვება", - ამბობს გადრანი.

ახლახან ის ქუთაისის "ტორპედოში" ვარჯიშობდა და კლუბში ჩარიცხვის იმედი ჰქონდა:

"ქუთაისში დიდხანს არც ვყოფილვარ, ორჯერ ვივარჯიშე და საკონტროლო შეხვედრის ერთი ტაიმი ჩავატარე. იმედი მქონდა, რომ "ტორპედოში" ჩავირიცხებოდი, თუმცა გუნდში ჰოლანდიელი ცენტრალური მცველი კოლინი რომ მოიყვანეს, ვითარება შეიცვალა. მითხრეს, რომ ბევრ მოთამაშეს ვეღარ დაიმატებდნენ და კლუბს თურქულ შეკრებამდე დავემშვიდობე".

ახალგაზრდა მცველი ამბობს, რომ რამდენიმე საინტერესო ვარიანტი შესთავაზეს:

"მენეჯერმა მითხრა, რომ მოლაპარაკება საფრანგეთის, გერმანიისა და ესპანეთის გუნდებთან ჰქონდა. ცხადია, უმაღლესი დივიზიონის გუნდებზე არ არის ლაპარაკი. დუბლებში თამაში აღარ მსურს და მენეჯერი ცდილობს, რომელიმე შედარებით დაბალი დივიზიონის ძირითად გუნდში მომაწყოს.

სხვათა შორის, "ალავესიდანაც" დამიკავშირდნენ. ეს გუნდი წლეულს ლა ლიგაში დაბრუნდა. მპირდებიან - იურიდიულ საკითხს მოვაგვარებთ, დუბლში ითამაშებ და შესაძლოა, პრიმერა დივიზიონში თავის გამოჩენის შანსიც მოგეცესო, მაგრამ კიდევ რომ ვერ მოგვარდეს ცხოვრების საკითხი, ძალიან დიდი დრო გამიცდება და ეს მაშინებს სწორედ - ადრეც ამას მეუბნებოდნენ და სარისკო ამბავი მგონია, თორემ, პრიმერა დივიზიონის გუნდიდან საკუთარი ნებით რომელი ქართველი წამოვა?

თუ არაფერი გამოვა, იმედია, საქართველოს უმაღლესი ლიგის გუნდში ვითამაშებ. სხვათა შორის, გამიხარდა, რომ დღეს ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო გუნდში ვარჯიში შემომთავაზეს".

"ალავესის" 19-წლამდელთა ყოფილი წევრის ძმა ახალგაზრდული ნაკრებისა და ოდესის "ჩერნომორეცის" ფეხბურთელი გიორგი გადრანია. საინტერესოა, რომ ორივე ძმა ცენტრალური მცველია. ნაკრებში ლუკასაც უთამაშია - ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო და ელიტრაუნდების მატჩებზე საქართველოს ნაკრებში ჯერ ვასილ მაისურაძე იწვევდა, შემდეგ მისი შემცვლელი - გიორგი ყიფიანიც არ ივიწყებს:

"მაისურაძემ შესარჩევ ციკლამდე ლატვიაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე წამიყვანა, შარშან, 14 და 16 ივნისს კი პოლონეთთან "მიხეილ მესხზე" გამართულ ორ ამხანაგურ მატჩზე გამომიძახა და მეორე მატჩში დამაყენა, რომელიც 5:2 მოვიგეთ.

გაფართოებულ სიაში შესარჩევ ეტაპზეც მოვხვდი, მაგრამ კოჭი მქონდა გადაბრუნებული და ვერ ჩამოვედი. მერე ელიტრაუნდამდეც დაინტერესდნენ, მაგრამ საცხოვრებელი ვიზა რომ არ მქონდა, ვიტორიიდან გასვლას და ესპანეთში გადაადგილებას ვერიდებოდი.

სამწუხაროდ, იურიდიულმა პრობლემებმა ბევრი დაბრკოლება შემიქმნა მაშინ, როცა ნაკრებში თამაში ძალიან მსურდა".

ლუკა გადრანმა ბასკეთში მოსმენილი საინტერესო ისტორია გაგვიმხილა:

"სანამ "ალავესში" წავიდოდი, მშობლებისგან გაგონილი მქონდა, რომ ბასკები ჩვენი მონათესავე ხალხი იყო, მაგრამ რეალურად, არ ვიცოდი, ამ ლეგენდას საფუძველი ჰქონდა თუ არა - დარწმუნებული არც ვიყავი. ჩემი გუნდი ქალაქ ვიტორიას წარმოადგენს და ბასკეთის ადმინისტრაციული ცენტრი ვიტორიაა.

საქართველოშიც ბევრს ჰგონია, რომ ჩვენი ერების ნათესაობის ამბავი მოგონილია, მაგრამ იქ ჩასულმა ისეთი დამთხვევები და ისტორიები გავიგე, უკვე ვფიქრობ, რომ შესაძლოა, ეს ყველაფერი სიმართლეა.

"ალავესის" 19-წლამდელების კაპიტანი და ჩემი თანაგუნდელი მეკარე არიჩ კასტრო პერესი იყო, რომელიც ახლახან მთავარ გუნდში დააწინაურეს. მან თავად ჩამომიგდო ამ თემაზე ლაპარაკი.

თურმე, ბებიისგან და დედისგან იგივე იცოდა, რაც მე - ქართველები და ჩვენ მონათესავე ერები ვართო. უნდა ნახოთ მათი სოფლები, რომლებიც დასავლეთ საქართველოს სოფლებს გაგახსენებთ. ხალხიც ჩვენნაირი სტუმართმოყვარე და ფიცხია.

ასეა თუ ისე, ბასკეთში თამაშის უფლება რომ მქონოდა, არ წამოვიდოდი, რადგან იქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
რა გჩირთ??? ჯერ 19 ცლის არის და არ იცით რომ ჩირს ევროპაში თამაში ევროკავშირში რომ არ ვართ... ეს იტყუება თუ სიმართლეს ამბობს ტიტონ იცის , ქუთაისმაც უარი უთხრა ნეტავ რატომ, ისევ 90 ცლებია და ისევ რაგაცას იტხოვენ ან ისეტ სირ კონტრაქთს გტავაზობენ რომ , უცებ რომ გამოჩნდეს ვარიანტი ევროპაში სათამაშოდ ვეგარ ცავა რატომ? იმიტომრ ომ იმხელა ფულს მოიტხოვენ რომ უარს იტყვიან მერე , ცარმატებებს გისურვებ ლუკა , ახალგაზრდა ხარ და მტავარია გული არ აიცრუოო დაამტკიცე რომ მაგარი ხარ და შეგიდზლია ევროპულ დონეზე თამაში ბოგმიანები დაბოგმე იქნება ერთხელ და სამუდამოდ გასკდნენ ბოგმისგან, არაბიძეზე და ბევრ ახალგაზრდებზე რომ იკმინებიან და ბოგმისგან სკდებიან , აგარ იციან როგორ და რანაირად იკმინონ , ხო იცით ბოგმიანებოო გამცარება თუ გინდა იქ უნდა უკმინოთ რომ გამცარდეს :))
CHumad
02:27 26-07-2016
0
ბასკეთში სოციალურ დახმარებებს აძლევენ არალეგალ მიგრანტებს და მაგაზე მაინც გეჩალიჩა. აბა გუნდში შენ ვერ ხვდები და...
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული