შეგახსენებთ, რომ კახა ცხადაძის გაწვრთნილმა "ქაირათმა" შინ ალმათიში ანგარიშით 3:1 მოუგო "თარაზს" და სატურნირო ცხრილში 46 ქულით მეორე ადგილს იკავებს.
ცხადაძემ ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "მაკაბისთან" განცდილი მარცხი გაიხსენა და გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა.
"მსურს, ბოდიში მოვუხადო გულშემატკივრებს ევროთასიდან გამოვარდნისთვის. ჩვენს ფეხბურთელებს არაფრის უნდა რცხვენოდეთ - მათ თავი კარგად წარმოაჩინეს. "მაკაბისთან" მატჩის შემდეგ 12 საათი ვიმგზავრეთ, დღეს კი ფეხბურთელებმა შეძლეს ძალები მოეკრიბათ და მოეგოთ, რისთვისაც მათი მადლობელი
ფეხბურთელებს ძალიან ბევრი ვესაუბრე. იმ თამაშის მერე თავად არ მიძინია 2 ღამე. ახლა ჩემპიონობისა და თასისთვის უნდა ვიბრძოლოთ!", - განაცხადა ცხადაძემ.