მოსკოვის "სპარტაკმა" საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე ევროპალიგის III საკვალიფიკაციო ეტაპის განაცხადში შეიყვანა, სადაც კვიპროსულ აეკ-ს დაუპირისპირდება. მოსკოვური გუნდის 24 ფეხბურთელს შორისაა რუსეთის მოქალაქეობის მქონე გიორგი მელქაძეც.
"სპარტაკი" აეკ-ს სტუმრად 28 ივლისს ეთამაშება, საპასუხო მატჩში კი შინ 4 აგვისტოს მიიღებს.
მოსკოვის "სპარტაკი" ლარნაკაში გერმანიიდან დღეს გაფრინდება, სადაც სეზონისწინა შეკრება გაიარა. სტადიონ "ანტონის პაპადოპულოსზე" ჯანო ანანიძე და მისი თანაგუნდელები ხვალ ივარჯიშებენ.
"სპარტაკის მწვრთნელმა ჯანი ანანიძე ახსენა"
"ჯანო უკვე დადის"
"ანანიძე ბურთს შეეხო ვარჯიშზე"
ჯანო ანანიძემ ბოლო მატცში 23 წამი ითამაშა"
მუდმივად პერსპექტიული ოქროსბიჭუნა, რით ვერ გახდა ფეხბურთელი და რით ვერ გადავიდა კიდე სხვაგან.