ქართველ მცველს ყაზანელებთან მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს და როგორც აღნიშნული წყარო იტყობინება, მოსკოველები მზად არიან, გამოისყიდონ კვირკველიას ტრანსფერი.
ამასთანავე, მოსკოვური გუნდი "ლოკომოტივის" მცველ ვედრან ჩორლუკათია დაინტერესებული, მაგრამ დიდი ალბათობით, ხორვატი მცველი რუსეთის პრემიერლიგას წელს დატოვებს. ამიტომ "სპარტაკის" მთავარი სამიზნე საბა კვირკველიაა.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვის "სპარტაკის" ღირსებას საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი ჯანო ანანიძე იცავს, გუნდს კი დმიტრი ალენიჩევი წვრთნის.