Life.ru ჯანო ანანიძეზე: სად მალავდა "სპარტაკი" ამდენ ხანს "მესის"?

AutoSharing Option
რუსულმა საიტმა Life.ru-მ ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი შეაფასა, სადაც მოსკოვის "სპარტაკი" სტუმრად აეკ-ს დაუპირისპირდა.

შეგახსენებთ, რომ მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა, მოსკოველთა შემადგენლობაში კი ბრწყინვალე გოლით თავი ჯანო ანანიძემ გამოიჩინა.

- ლეგიონი ევროპალიგაზე: კაცი კაცსა შემოსტყორცნა - ჯანოს გოლი-შედევრი [VIDEO]
- ნიკიტა სიმონიანი ჯანო ანანიძეზე: სწორედ ამას ელიან ქომაგები ქართველისგან

"სად მალავდა "სპარტაკი" ამდენ ხანს "მესის"? აღმოჩნდა, რომ თურმე ჯანო მეტოქეს თავის ფინტებს უმალავდა.

36-ე წუთზე ანანიძე მარცხენა ფლანგიდან დაიძრა, მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და შოკში იქნებით, მაგრამ
3 მეტოქე ისე ჩამოიშორა, რომ მათთვის არ ჩაურტყამს - ისინი, უბრალოდ, ქართველს ვერ ეწეოდნენ...

ამის შემდეგ მოსკოველთა შვიდიანმა ზუსტად დაარტყა და "სპარტაკი" დააწინაურა", - წერს საიტი ჯანოზე.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჯანო ქართული ბწყინვალე გენის დღევანდელი გამოვლინება ამ პერიოდში როცა ძალიან გვიჭირს
გვიჭირს კი არა არ გვყავს არავინ ვისაც შეუძლია მეტრეველის მესხის პაიჭაძის და დიებეული ქართველი მოთამაშეების ქვეყანა ასახელოს
უბრალდო მას ფიზიკური შესაძლებლობები ძალიან დაბალი აქვს და ამის გამო ვერ ავლენს თავის თავს
შეუძლია ითამაშოს დიდი ფეხბურთი მე პირადათ მისგან კარგ და მაღალი დონის თამაშს ველი მაშინ როცა ასაკით 25-26 იქნება როცა ჩამოუყალიბდება ფიზიონომია ეს მისთვსი ალბათ მთავარი კარიერული წინსვლის პერიოდი იქნება ის აუცილებლად ითამაშებს ლამაზ და სანახაობრივ ფეხბურთს რაც მისგან მოსალოდნელი იყო და არი სულ უბრალდო ფიზიკურად ვერ ახერხებს მომძლავრებას
acm
30 ივლისი 2016 15:08
0
მოტყუებაცაა და მოტყუებაც!
tony
29 ივლისი 2016 16:55
0
წელიწადში ერთხელ ამის გაკეთება არ კმარა
იკა
29 ივლისი 2016 16:54
0
ვალერი... კარპინმა ამ გოლზე თქვა - ჯანოს არაფერი ზებუნებრივი არ გაუკეთებია, სეგუნდა დივიზიონის ბებერი მცველები მოატყუაო..
ქუთაისელი
29 ივლისი 2016 15:40
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული