აკაკი გოგია დრეზდენის "დინამოში" გადადის

AutoSharing Option
ინგლისური "ბრენტფორდის" ქართველი ლეგიონერი აკაკი გოგია დრეზდენის "დინამოში" გადადის, ამის შესახებ გერმანული კლუბის ოფიციალური გვერდი იუწყება:

"დრეზდენის "დინამომ" მოიწვია მოლაპარაკებაზე აკაკი გოგია. ახლა კლუბი ინტენსიურ მოლაპარაკებას ასრულებს "ბრენტფორდთან" გოგიას ტრანსფერზე", - წერს საიტი.

"ჩვენი მიზანი "ანდის" გერმანიაში დაბრუნებაა. დრეზდენისთვის ეს დიდი მონაპოვარი იქნება. იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი წარმატებით დასრულდება და ტრანსფერს უახლოეს დღეებში გამოვაცხადებთ", - განაცხადა "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა რალფ მინგემ.

24 წლის გოგიას "ბრენტფორდთან" კონტრაქტი 2019 წლამდე აქვს. მისი კარიერა ინგლისში ვერ აეწყო. გოგია გერმანიის მოქალაქეა, მაგრამ მან მზადყოფნა
გამოთქვა, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ითამაშოს.

შეგახსენებთ, რომ 2006-07 წლებში მინგე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი იყო. დრეზდენის "დინამო" მეორე ბუნდესლიგაშია.
მკითხველის კომენტარები / 5 /
აკაკი წარმატებებიიი
Nika
15:48 10-08-2016
0
წარმატებები
Nika
15:48 10-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული