რომან ჭანტურია: წასვლა კი არა, "ემპოლიში" თამაში მსურს

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და "ემპოლის" ფორვარდმა რომან ჭანტურიამ იტალიური კლუბის პირველ გუნდში ვარჯიში დაიწყო.

რჩება თუ არა ქართველი ფორვარდი "ემპოლიში", ამასთან დაკავშირებით თავად ფეხბურთელს ვკითხეთ.

"პირველ გუნდთან ერთად ვვარჯიშობ და დიდი იმედიც აქვს გუნდის ხელმძღვანელობას, რომ შემინარჩუნებს. ჯერ კონკრეტულად არაფერია გადაწყვეტილი, ვნახოთ რა იქნება.

აქედან წასვლა კი არა, აქ თამაში მსურს. საოცარ გარემოში ვიმყოფები, საიდანაც წასვლის სურვილი ნამდვილად არ გამაჩნია, უბრალოდ, უნდა ვითამაშო, იქნება ეს "ემპოლიში" თუ სხვაგან.

არის შემოთავაზებები სხვა გუნდებიდან, თუმცა ჯერჯერობით არცერთზე ვფიქრობ. უახლოეს პერიოდში გაირკვევა, თუ
რამხელა სათამაშო დროს მომცემს იტალიური კლუბი და ვნახოთ. ბევრი რამ ჩემზეც იქნება დამოკიდებული. დიდი ალბათობით, "ემპოლიში" დავრჩები", - გვითხრა ჭანტურიამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული