ჯანო ანანიძის "სპარტაკი" მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა

AutoSharing Option
ჯანო ანანიძის გუნდის მოსკოვის "სპარტაკის" მთავარმა მწვრთნელმა დმიტრი ალენიჩევმა თანამდებობა დატოვა. ამას წინ უძღოდა მოსკოვური გუნდის მარცხი ევროპა ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსულ აეკ-თან.

"5 აგვისტოს "სპარტაკის" მთავარმა მწვრთნელმა დმიტრი ალენიჩევმა გადაწყვიტა, დაესრულებინა გუნდში მუშაობა. იმავე დღეს კლუბის დირექტორთა საბჭომ განიხილა ალენიჩევის განცხადება გადადგომასთან დაკავშირებით და დააკმაყოფილა ის", - ნათქვამია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

43 წლის ალენიჩევმა "სპარტაკი" შარშან ივნისში ჩაიბარა, გასულ სეზონში კი გუნდმა რუსეთის პრემიერლიგაში მეხუთე ადგილი დაიკავა.

ჯერჯერობით "სპარტაკის" მთავარი მწვრთნელის მოვალეობას მასიმო კარერა შეასრულებს, რუსულ მედიაში კი
ალენიჩევის სავარაუდო შემცვლელად უკვე სახელდება "როსტოვის" ამჟამინდელი თავკაცი ყურბან ბერდიევი. "Матч ТВ"-ის ცნობით, ბერდიევთან უკვე შეთანხმებულია ორწლიანი კონტრაქტი.

მოსკოვის "სპარტაკის" მთავარი მწვრთნელობის კანდიდატად რუსეთის ნაკრების ყოფილი დამრიგებელი, იტალიელი ფაბიო კაპელოც დასახელდა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჩვენ ყურბან ბერდიევი გვაწყობს, რადგან ის ქართველების მოყვარული და დიდი გულშემატკივარია და ეგება ჯანოსაც წააგდეს რამეში.
zurab
11:35 06-08-2016
0
სად სად კაპელო და სად ბერდიევი ცოტა "ახლო-ახლოს" მაინც დაეწერათ ))))
ირაკლი
12:16 06-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული