მოსალოდნელი ტრანსფერი: ნუკრი რევიშვილი ისრაელში გაემგზავრა...

AutoSharing Option
ნუკრი რევიშვილმა რუსეთის პრემიერლიგიდან გავარდნილი სარანსკის "მორდოვიასთან" კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმებით გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა. სწორედ ამ დროს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს რევიშვილი კარიერას "დილაში" გააგრძელებდა. თუმცა გორელთა მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა ეს პერსპექტივა უარყო...

ამასობაში კი, "ლელომ" ექსკლუზიურად შეიტყო იმ გუნდის ვინაობა, სადაც, დიდი ალბათობით, რევიშვილი კარიერას გააგრძელებს. ეს არის ისრაელის ლიგატ'ალის (უმაღლესი ლიგა) ბინადარი თელ-ავივის "ბნეი იეჰუდა", რომელიც გასულ სეზონში მე-7 ადგილზე გავიდა. ამიტომაც იყო, 7 აგვისტოს გამართული თელავივური ამხანაგური დერბით რომ დავინტერესდით - შოთა არველაძის გაწვრთნილი "მაკაბი" სწორედ
"ბნეი იეჰუდას" შეხვდა...

"ლელოს" აცნობეს, რომ რევიშვილი პარასკევს ისრაელში გაემგზავრა, რათა მოლაპარაკება ბოლომდე მიეყვანა. თითქმის გადაწყვეტილია, რომ 28 წლის მეკარე "ბნეი იეჰუდასთან" ხელშეკრულებას დღეს, 8 აგვისტოს გააფორმებს.

შეგახსენებთ, რომ 7 ივნისს, ხეტაფეში, ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებთა ამხანაგური მატჩის 55-ე წუთზე, სერხიო ბუსკეტსთან შეტაკების შემდეგ რევიშვილმა ყბა-სახის სერიოზული ტრავმა მიიღო - ოთხ ადგილზე დასჭირდა ფირფიტის ჩადგმა. რევიშვილმა რეაბილიტაციის პროცესი ივლისში დაასრულა, როცა გუნდები უკვე დაკომპლექტებული იყო.

ისე, სარანსკის "მორდოვია" რუსეთის პრემიერლიგიდან გავარდა და საქართველოს ნაკრების მეკარე ქვედა ლიგაში თამაშს არც აპირებდა. არადა, მანამდე საინტერესო მიწვევები ჰქონდა იმავე რუსეთის პრემიერლიგისა და თურქეთის სუპერლიგის კლუბებისგან...

ასეა თუ ისე, იმედია, შესარჩევი ციკლის დაწყებამდე რევიშვილი როგორმე მოასწრებს ფორმის აღდგენას და არც სათამაშო პრაქტიკა მოაკლდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
Ara nukri araraa,amit shen shen ambiciebs usvam wertils
Alika
13:15 08-08-2016
0
Okriashvilze daweret rame sadaris saertod gvaainteresebs
Rustavi
13:41 08-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული