"რუბინის" განაცხადს მიღმა ჩემი დარჩენა სხვა რაღაცის ბრალია..."

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" მცველმა საბა კვირკველიამ Sportall.ge-სთან მის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა და იმაზეც, თუ რატომ ვეღარ ხვდება გუნდის განაცხადში.

შეგახსენებთ, რომ კვირკველია, რომელიც ბოლო სეზონებში "რუბინის" მთავარი თუ არა, ერთ-ერთი ლიდერი იყო, ახალი სეზონის სასტარტო ორ ტურში არათუ ძირითად შემადგენლობაში, განაცხადშიც კი არ ჩანს. ყაზანელთა კლუბის გენერალური დირექტორის თქმით კი, რამდენიმე მცველი აგვისტოს ბოლოს გუნდს იჯარის წესით დატოვებს, ზოგიერთი კი - სამუდამოდ...

- ყაზანის "რუბინი" საბა კვირკველიას იჯარას ან გაყიდვას არ გამორიცხავს

- უკვე ორი მატჩია გუნდის
განაცხადში ვერ ხვდები და მიზეზად კონკურენცია სახელდება...
- საფეხბურთო თვალსაზრისით, "რუბინში" კონკურენციის პრობლემა არ მაქვს და როცა გენერალური დირექტორი ასეთ რამეს ამბობს, სჯობს, დააკონკრეტოს, ვისთან მაქვს ეს კონკურენცია, თორემ თამაშიდანაც ჩანს, ვინ ვისი კონკურენტია...

- გამოდის, რომ ხელმძღვანელობასთან გაქვს პრობლემა...
- წარმოუდგენელია, ფეხბურთელი 3 წლის განმავლობაში გუნდის ლიდერი იყო და 23-კაციან განაცხადშიც ვერ ხვდებოდე. ეს აბსურდია. ბავშვიც კი არ დაიჯერებს, რომ კვირკველია კონკურენციის გამო ვერ ხვდება განაცხადში.

კონკურენციას რომ ახსენებს გენერალური დირექტორი, იმას რატომ არ ამბობს, რამდენს ითხოვს კლუბი ჩემში? ჩემ სანაცვლოდ "რუბინი" 8 მილიონ ევროს ითხოვს!

- თავად შენი პოზიცია როგორია, აპირებ გუნდის დატოვებას?
- პირადად მე შემიძლია და მზად ვარ, "რუბინს" ყოველთვის დავეხმარო. კლუბთან კონტრაქტი მაქვს და ამას დიდი სიამოვნებით გავაკეთებ, მაგრამ ამ ბოლო ორი თამაშიდან როგორც გამოჩნდა, გუნდში უჩემოდაც მშვენიერი სიტუაციაა და არ ვჭირდები.

კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო - განაცხადში ჩემი ვერმოხვედრა არ არის დაკავშირებული ჩემს სათამაშო ფორმასთან. ეს უფრო სხვა რამის ბრალია, თუმცა რისი, არ ვიცი.

აგვისტოს ბოლომდე არის დრო და ვნახოთ - თუ ასე გაგრძელდება, რა თქმა უნდა, "რუბინს" დავტოვებ. ვარიანტები ძალიან ბევრი მაქვს როგორც რუსეთიდან, ისე ევროპიდან - კონკრეტულ გუნდებს ვერ დავასახელებ.

- შენს შემცვლელებზე რას გვეტყვი?
- ბოლო ორ თამაშს რაც ვუყურე, ვაღიარებ, რომ ორივე მცველი ჩემზე მაღალი დონისაა, მაგრამ 23-კაციან განაცხადს მიღმა ჩემი დატოვება მაინც უსამართლობაა - აბსურდია.

- მერედა, რამდენად დაგაკმაყოფილებს "რუბინის" სათადარიგო სკამი?
- არანაირად. მირჩევნია ასე ვიყო, ვიდრე "რუბინის" სათადარიგოთა სკამზე ვიჯდე.
მკითხველის კომენტარები / 13 /
ილიას: ბევრის ჩამოთვლა შეიძლება, მაგალითად ცხადაძე, შელია, ყაველაშვილი, კობიაშვილი, გახოკიძე, ჯანაშია, აშვეთია, გოგრიჭიანი, ლორია, დემეტრაძე, სალუქვაძე, გოგუა. კიდევ შეიძლება დამატებს. ესენი თამაშობდნენ სტაბილურად რუსეთში.
Baxt
23:55 08-08-2016
0
ვერ გავიგე,ამბობს კუნკურენცია გუნდში არ მაქვსო და შემდეგ; ორივე მცველი ჩემზე მაღალი დონისააო.
jumber
15:45 08-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული