ეს ლორიას დამსახურებაა - ქართველი მეკარე რუსეთში ტურის სიმბოლურშია

AutoSharing Option
რუსულმა kulichki.net-მა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "კრილია სოვეტოვის" მეკარე გიორგი ლორია რუსეთის პრემიერლიგის მეორე ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.

შეგახსენებთ, რომ მეორე ტურში ლორიას გუნდი სტუმრად მოსკოვის "სპარტაკთან" მინიმალური ანგარიშით დამარცხდა, ქართველი მეკარე კი მატჩის გმირი იყო.

- ლეგიონი გუშინ: გიორგი ლორია წაგებული მატჩის გმირია! [VIDEO]

"მსაჯის სასტვენამდე "კრილია სოვეტოვს" მატჩის გადარჩენის იმედი რომ ჰქონდა, ეს მთლიანად ლორიას დამსახურებაა. პირველ ტაიმში "სპარტაკმა" რამდენჯერმე გაარღვია მათი დაცვა, მაგრამ ლორია ყველა ბურთს იგერიებდა, რაც კარში მიდიოდა. მეკარემ "კრილია" მეორე ტაიმშიც იხსნა რამდენჯერმე. ფაქტი:
"სპარტაკმა" 27 მცდელობიდან კარში 10-ჯერ დაარტყა და მხოლოდ ერთხელ შეძლო ლორიას კარის აღება", - წერს საიტი ქართველ მეკარეზე.

მატჩის დასრულების შემდეგ ლორიამ კომენტარიც გააკეთა: "ის, რომ "სპარტაკს" ბევრი მომენტი ჰქონდა, მათ კარგ თამაშზე მეტყველებს. ფეხბურთში ყოველთვის ისე ხდება, რომ როცა ვერ იტან, შემდეგ გიტანენ... სამწუხაროა, რომ ამ შეხვედრაში ასე არ მოხდა.

მეორე ტაიმში გვქონდა რამდენიმე მომენტი ანგარიშის გასათანაბრებლად, მაგრამ ვერ შევქმენით იმდენი მომენტი, რამდენიც მეტოქემ. ბურთი ძელსაც კი მოვარტყით, თუმცა არ გაგვიმართლა", - ციტირებს ლორიას sport-express-ი.
მკითხველის კომენტარები / 4 /
შესანიშნავი თამაში!!! ბრავო ლორია !!!რუსი კომენტატორები აღფთოვანებული იყვნენ გიორგით!!! რუსული ინტერნეტი გაგიჟებული იყო მისი თამაშით!
Joni
12:53 09-08-2016
0
ისევ ღირსეული წაგება, როდის უნდა მორჩეს ამ უაზრო სიტყვების წერა, მაგარი თუ ხარ, იგებ კიდეც, ნახევრად მაგარი არ არსებობს
Zviadi
13:04 09-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული