აკაკი გოგია კარიერას დრეზდენის "დინამოში" გააგრძელებს

AutoSharing Option
აკაკი გოგია კარიერას დრეზდენის "დინამოში" გააგრძელებს. 24 წლის მარცხენა მცველი გერმანიის მოქალაქეა და ამ ქვეყნის 18 და 19-წლამდელთა ნაკრებებშიც უთამაშია.

გოგია იყო "ვოლფსბურგის", "აუსბურგის", "ზანკტ პაულისა" და "ჰალეშერის" ნახევარმცველი, 2015 წელს კი ინგლისური ჩემპიონშიფის (რანგით მეორე ლიგა) "ბრენტფორდთან" 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მან ამ გუნდში სულ 13 მატჩი ჩაატარა.

რაც შეეხება დრეზდენის "დინამოს", თავის დროზე ის კომუნისტური გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი იყო, მაგრამ ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ მხოლოდ ახლა ცდილობს საერთოგერმანულ სივრცეში ადგილის დამკვიდრებას და მეორე ბუნდესლიგიდან ელიტაში აღზევებას.

დრეზდენელებმა
გოგია ერთწლიანი იჯარით დაიმატეს და საზოგადოებასაც წარუდგინეს. მან მადლობა გადაუხადა "დინამოს" სპორტულ დირექტორს, რალფ მინგეს და მთავარ მწვრთნელს, უვე ნოიჰაუსს.

უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს მადლობა უფრო მინგეს ეკუთვნის - დრეზდენული კლუბის ლეგენდა 2006-07 წლებში საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს წვრთნიდა და პარალელურად, ეროვნულ გუნდში კლაუს ტოპმიოლერსაც ეხმარებოდა.

გოგიას არსებობის შესახებ ქართველმა გულშემატკივრებმა სწორედ მინგესგან შეიტყვეს. მას 17-წლამდელთა ნაკრებშიც იწვევდნენ, მაგრამ რუსთავში დაბადებულმა და გერმანიაში გაზრდილმა გოგიამ სხვა არჩევანი გააკეთა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
დააქვეითეს
giorgis
11:50 11-08-2016
0
გოგია მარცხენა მცველი არ არის ისე ცნობისტვის.მარცხენა ვინგერია,ანუ ფლანგის ნახევარმცველი.
giorgi
10:59 11-08-2016
0

სიახლეები პოპულარული