თორნიკე ოქრიაშვილი - კონტრაქტი უახლოეს დღეებში?

AutoSharing Option
არავინ დავობს, რომ თორნიკე ოქრიაშვილი საქართველოს ნაკრების საკვანძო მოთამაშეა. როცა ის ფორმაშია, "ჯვაროსნები" უკეთ თამაშობენ, რადგან ასეთი არაორდინარული და თამაშის ბედის გადამწყვეტი ფეხბურთელები თითქმის აღარ დაგვრჩა. თურქული "ესქიშეჰირიდან" წამოსულ 24 წლის შემტევ ნახევარმცველს ტრანსფერი ბელგიურ "გენკთან" აკავშირებს. ერთი ხანობა, ბელგიელებთან ერთად ვარჯიშობდა, მაგრამ კლუბის ნებართვით საქართველოში ჩამოვიდა.

როგორც ჩანს, ოქრიაშვილმა რთული პერიოდი უკვე გადალახა, დაღვინდა და ახალი სეზონისთვის მონდომებული ვარჯიშობს. ეგაა, "ჯვაროსნების" ერთ-ერთი ლიდერი ჯერ მხოლოდ ინდივიდუალურად ემზადება და ეს, უპირველესად, მას ანერვიულებს, ხოლო შემდეგ - გულშემატკივრებსა და ეროვნული გუნდის
ხელმძღვანელობას.

5 სექტემბერს, "დინამო არენაზე" ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდი ევროპის ჩემპიონატზე გამწარებულ ავსტრიას შეხვდება. მანამდე თვეზე ნაკლებია დარჩენილი და საქართველოს ნაკრების ხილვა ოქრიაშვილის გარეშე არავის სურს. მასზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული, როგორ ითამაშებს ვლადიმირ ვაისის გუნდი ამ კონკრეტულ შეხვედრაში და ზოგადად, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში.

"გენკშიც" მივიდნენ იმ აზრამდე, რომ კონტრაქტის გაწყვეტა აჯობებს. ახლახან კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ოთხი მოთამაშის გაშვება სურს და მათ შორისაა ოქრიაშვილიც, მაგრამ ბელგიელები ქართველს სატრანსფერო ფურცლის საფასურად საკმაოდ დიდ კომპენსაციას სთხოვენ და, როგორც შევიტყვეთ, ფეხბურთელს სწორედ ეს აბრკოლებს.

ბელგიური გამოცემა vietbakrant.com ამტკიცებს, რომ ოქრიაშვილი ახალ კლუბს უშედეგოდ ეძებს. ჰოლანდიური niewsblad.be საპირისპირო ცნობას ავრცელებს - ქართველს რამდენიმე კლუბი დაუკავშირდაო.

სიმართლეს ეს უფრო ჰგავს, რადგან "ლელოსთვის" დანამდვილებით არის ცნობილი, რომ ოქრიაშვილის გადაბირება რუსეთის პრემიერლიგის კლუბ ეკატერინბურგის "ურალს" სურდა, რომელმაც ზაფხულში კონტრაქტი საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ შემტევს, გიორგი ჭანტურიას გაუფორმა.

მაგრამ ოქრიაშვილი ევროპულ გუნდს ეძებს, სადაც უფრო უკეთესი საფეხბურთო გარემო იქნება, რუსეთში კარიერის გაგრძელება კი არ სურს.

უახლოეს დღეებში გაირკვევა, სად გააგრძელებს კარიერას საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი. ადრე თუ იყო ლაპარაკი, რომ ოქრიაშვილს საფრანგეთის, გერმანიის, ესპანეთისა და ბელგიის გუნდები იწვევდნენ, ახლა გვითხრეს, რომ ახალი ვარიანტები ჰოლანდიასა და იმავე ბელგიაში გამოუჩნდა.

მან შენგენის ვიზა უკვე მიიღო და დღე-დღეზე გაემგზავრება იქ, სადაც კონტრაქტისთვის ელიან. ხოლო მანამდე თბილისში ყოველდღე ვარჯიშობს და მოსალოდნელ ტრანსფერზე კომენტარს ერიდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 18 /
დაიმატოს ტბილისის დინამომ მერე ოკრია გადაუხადონ კარგი ხელფასი და დინამოც საგრზნობლად გაზლიერდება ხალხიც დაიცყებს სტადიონზე მისვლას ამაზე რატომ არ ფიკრობენ ფიფიამ ეს უნდა გააკეტოს ტუ უნდა რომ დინამომ რაგაცას მიაგციოს არადა როგორ მინდა რომ დინამო მარტლა გაზლიერდესრასაც გაზლიერება კვია ისე კიარა რომ 5 6 ტვიანი კონტრაკტებიტ ასე ვერ განვიტარდება დინამო ამას უნდა ხვდებოდნენ
amirani
20:41 12-08-2016
0
კარს მოგვადგა სანაკრებო მატჩები და წამყვანი მოთამაშეები კვლავ გაურკვეველ სიტუაციაში არიან. ოქრიაშვილი,კვირკველია, კანკავა, მჭედლიძე, ვაწაძე ვერც აბურჯანიას საქმე მივიდა ბოლომდე. ეს უკვე ფაქტიურად ჩიხში ყოფნას ნიშნავს და არანაირ შანს არ გვიტოვებს.
kaxa
10:23 12-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული